ТЕКУЩИЕ ПРОЕКТЫ
ЖИВИ СВОЕЙ ЖИЗНЬЮ
О КОМПАНИИ
М² УЖЕ 17 ЛЕТ СОЗДАЕТ НОВЫЙ, СОВРЕМЕННЫЙ СТАНДАРТ КОМФОРТНОЙ ЖИЗНИ В ГРУЗИИ.
- ИННОВАЦИЯ
- СВОБОДА
- СОСРЕДОТОЧЬТЕСЬ НА ЗАБОТЕ
- ОРИЕНТАЦИЯ НА РАЗВИТИЕ
m² уже 17 лет является лидером рынка, внедряет инновации, заботится о комфорте жильцов, привлекает беспрецедентные инвестиции, совершенствует и развивает качество продукции, создает надежность и обеспечивает безопасность. m² была первой компанией, которая предложила рынку отремонтированные дома, а также внедрила высокие стандарты в строительной отрасли и внесла свой вклад в ее развитие.
m² всегда старается быть на шаг впереди рынка. Доказательством этого является инновационный квартал m³ Сабуртало, который представляет собой совершенно новое концептуальное место в градостроительстве Тбилиси. В m³ дом идет в комплекте с целым кварталом, и человек может удовлетворить все свои желания, не выходя из дома.
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
გვიხარია გაცნობოთ ინფორმაცია m²-სა და Matters-ს შორის საინტერესო კოლაბორაციის შესახებ. m², უძრავი ქონების დეველოპმენტში ლიდერი ბრენდი და Matters, ქალის ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოში ქმნის ტრენდულ, ხელით დამზადებულ ტანსაცმელს, ახალ პროექტში ერთად დაუჭერენ მხარს ადამიანის ინდივიდუალურობას, შემოქმედებითობას და თვითგამოხატვას.
კოლაბორაცია დაფუძნებულია m²-ის ძლიერი სლოგანის, "იცხოვრე შენი ცხოვრებით" ირგვლივ, რომელსაც წელს მოწოდება “გაბედე” დაემატა და ის განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი Matters-ის ტანსაცმლის კოლექციაში. ეს უნიკალური ხაზი საშუალებას მისცემს ადამიანებს საკუთარი ღირებულებები ტანისამოსის დახმარებით უკეთ წარმოაჩინონ და განსხვავებულად მოახდინონ საკუთარი ცხოვრების ხედვის პრეზენტაცია.
კოლექციის თითოეული ნივთი საქართველოშია დამზადებული და ხელნაკეთია, რაც უნიკალურობისა და მდგრადობისადმი Matters-ის ერთგულებას უსვამს ხაზს, m²-ის სლოგანი კი შთააგონებს და აძლიერებს ადამიანებს, რომ გაბედონ და მიყვნენ საკუთარ სურვილებს, იყვნენ თავისუფლები და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით ისე, როგორც არავის უცხოვრია.
"შენი ცხოვრებით ცხოვრება სათქმელად ადვილი, მაგრამ გასაკეთებლად რთულია და მას გაბედვა სჭირდება. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებს ყოველწამიერად მხარი დავუჭიროთ იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ისე, როგორც არ ცხოვრობს არავინ სხვა. თითოეული ჩვენგანი არის განსხვავებული და განსაკუთრებული. ყველას აქვს თავისი ცხოვრებისეული მისია და საკუთარი გზა, საჭიროა გაბედო და იცხორო შენი ცხოვრებით. სამოსი, ამ შემთხვევაში კი Matters-ის არაჩვეულებრივი კოლექცია, ყოველწამიერი მხარდაჭერის საუკეთესო ინსტრუმენტია, თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა“ ამბობს ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
"ძალიან გვახარებს m²-თან პარტნიორობა, ბრენდთან, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს ინდივიდუალურობის, კრეატიულობისა და მდგრადობის შესახებ. ერთად ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კოლექციას, რომელიც არამხოლოდ უნიკალური და მოხდენილია, არამედ აზრიანი, და ეს აზრი, სიტყვებით, გაბედულად, ტანსაცმელზეა გადატანილი. მოუთმენლად ველით მომხმარებლების რეაქციას” - ამბობს გვანცა უბირია, Matters-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.liveyourownlife.ge, შეძენა კი Matters-ის ვებ-გვერდზე www.matters.ge და შოურუმში, რომელიც მდებარეობს თბილისში, კ. კეკელიძის ქ. N5.
Buy a house in Didube
m² x Giovanni Morra
m² выпустила публичные облигации номиналом 25 000 000 долларов
m² х Ninea