22 ᲜᲝᲔ, 2019
GEORGIA REAL ESTATE HOLDING-ᲛᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔ m² COLLECTIVE ᲒᲐᲮᲡᲜᲐ
Georgia Real Estate Holding-მა ახალი ბიზნეს მიმართულება დაიმატა და კარტოზიას 10-ში, საერთო სამუშაო სივრცე Collective გახსნა. ტექნიკურად სრულად აღჭურვილი სივრცე 100 მდემომხმარებელზეა გათვლილი და იდეალურია როგორც პროდუქტიული მუშაობისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის.
m² Collective-ის კარი კვირაში 7 დღისა და 24 საათის განმავლობაში ღიაა. სივრცის ერთჯერადი თუ რეგულარული მომხმარებელი, უზრუნველყოფილი იქნება საოფისე თუ შეხვედრების ოთახებით, ინდივიდუალური სათავსოებით, საოფისე ტექნიკითა და ავტოსადგომით.
m² Collective-ისსაერთო სამუშაო სივრცე ისეა დაგეგმილი, რომ მომხმარებლებს მაქსიმალური სიმყუდროვის განცდა ჰქონდეთ, ხოლო ინდივიდუალურად მუშაობის მსურველთათვის კომფორტული იზოლირებული ოთახებია გამოყოფილი. აქ განთავსებული თანამედროვე საოფისე ტექნიკა ყველა პროცესის ადგილზე განხორციელების საშუალებას მისცემს, რაც, თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, ძალიან მოსახერხებელია.
ახალი სამუშაო სივრცე მიმზიდველი არქიტექტურითა და კომფორტული შიდა დიზაინით ხასიათდება. არის მყუდრო და მიმზიდველია როგორც საქმიანი, ისე შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ამრიგად თავისუფლად შეიძლება მათი საუკეთესო იდეების განხორციელების ადგილად იქცეს.
„m² Collective“ ჩვენი ჰოლდინგის კიდევ ერთი ახალი წარმატებული პროექტია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე დროში საქმის წარმოება, კომპანიებთან თანამშრომლობა თუ საკუთარი ბიზნესის მართვა, დისტანციურადაც შესაძლებელია. ამიტომ ჩვენი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, მსგავსი ტიპის სივრცის გახსნა აუცილებლად მივიჩნიეთ. მჯერა, რომ Collective-ი ბევრი ადამიანისთვის იქცევა ახალი იდეებისა და ნოვატორული პროექტის განხორციელების საფუძვლად, რაც ქვეყნის საქმიან და შემოქმედებით სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ