13 ᲘᲕᲚ, 2018
m²-ᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲘᲗ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐᲨᲘ ᲕᲐᲟᲐ-ᲤᲨᲐᲕᲔᲚᲐᲡ ᲡᲐᲛᲙᲘᲗᲮᲕᲔᲚᲝ ᲒᲐᲘᲮᲡᲜᲐ
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნა. მათი შექმნა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ დააფინანსა. სამკითხველოში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების უიშვიათესი გამოცემები, რაც დარბაზს მუზეუმის ფუნქციასაც მიანიჭებს. სამკითხველოს გახსნის ცერემონიას .......... დაესწრნენ.
მემორანდუმი ვაჟა-ფშაველას სამკითხველოს შექმნასთან დაკავშირებით კომპანიას „m² უძრავი ქონება“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გასული წლის 7 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცეც, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები საშვების მიღებას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეძლებენ.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი სივრცე, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო შეემატა, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეძლებენ კითხვას და წვდომა ექნებათ გენიალური ავტორის უიშვიათეს გამოცემებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „m²-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი სარეგისტრაციო სივრცე ექნება“ - განაცხადა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.