13 ᲜᲝᲔ, 2019
m²-ᲛᲐ 35 ᲛᲘᲚᲘᲝᲜᲘ ᲐᲨᲨ ᲓᲝᲚᲐᲠᲘᲡ ᲛᲝᲪᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲝᲑᲚᲘᲒᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲣᲨᲕᲐ
დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა. m² მომხმარებელს უკვე მეექვსედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში. სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. m²-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ-მა“ განახორციელა.
„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²-ის ობლიგაციების რიგით მეექვსე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ ფიქსირდება გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მომხმარებლის მხრიდან m²-ის მიმართ მაღალი ნდობის ხარისხზე“. განაცხადა Georgia Real EstateHolding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.