24 ᲘᲕᲜ, 2016
m² ᲗᲐᲛᲐᲠᲐᲨᲕᲘᲚᲖᲔ - ᲡᲐᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘ ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲘᲚᲖᲔ ᲝᲠᲗᲕᲔᲜᲐᲮᲔᲕᲠᲘᲗ ᲐᲓᲠᲔ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲓᲐ
m²-მა ამ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2014 წლის 22 ივლისს განაცხადა. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი იმავე წლის აგვისტოში დაიწყო და 22 თვეს გაგრძელდა. პროექტი m² თამარაშვილზე დაფინანსებული იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ. დაფინანსების საერთო მოცულობამ 14 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარი კანადის მთავრობამ უშუალოდ ენერგოეფექტური მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობის მიზნით გამოყო. გაყიდვების მაღალმა ტემპმა კომპანიას საშუალება მისცა აღნიშნული სესხი ვადაზე ადრე დაეფარა.
.
პროექტს გამოარჩევს გამწვანებული გარემო - მრავალწლოვანი ნარგავები და კორპუსების გვერდით სპეციალურად მოწყობილი სკვერი. დამატებითი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის კომპლექსს ეყოლება საკუთარი დაცვის, დასუფთავებასა და გამწვანების სამსახურები, რომელთა მომსახურებაც ერთი წლის განმავლობაში მობინადრეთათვის უფასო იქნება. ასევე, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარებით.
.
კომპლექსი 23%-მდე ენეგროეფექტურია, რაც მობინადრეებს კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად შეუმცირებს. თამარაშვილის N6-ში მესაკუთრეებს ბინები დასრულებული რემონტით ბარდებათ. შესაბამისად, ისინი სახლის გადაცემისთანავე შეძლებენ იქ ცხოვრებას. მაცხოვრებლებს სახლში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. მშენებლობის ბოლო ეტაპზე თითოეული ბინის მფლობელს საშუალება ჰქონდა თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები.
.
ამ დროისათვის კომპლექსში ბინების 75% გაყიდულია.
m² თამარაშვილზე კომპანიის მიერ განხორციელებული მეხუთე წარმატებული პროექტია.