14 ᲓᲔᲙ, 2014
„m²“-ᲛᲐ ᲭᲐᲠᲑᲘ ᲚᲘᲙᲕᲘᲓᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲖᲐᲠᲓᲘ ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲐᲓ ᲛᲝᲖᲘᲓᲣᲚᲘ ᲓᲐᲤᲘᲜᲐᲜᲡᲔᲑᲐ ᲬᲘᲜᲡᲬᲠᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲤᲐᲠᲐ
დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, განაცხადა საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) მიერ გამოყოფილი დაფინანსების წინსწრებით დაფარვის შესახებ. გასულ წელს, საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ, „m²“-ს, სამი პროექტისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო რესურსი გამოუყო, საიდანაც მხოლოდ 5 მილიონი აშშ დოლარის ათვისება მოხდა. ჭარბი ლიკვიდურობის და გაყიდვების მაღალი ტემპის შედეგად „m²“-მა, 5 მლნ აშშ დოლარი წინსწრებით დაფარა.
დეველოპერული კომპანია „m²“-ი, სამშენებლო ბაზარზე გამოჩენის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, საიდანაც მაღალი ნდობის და სტაბილურობის ხარჯზე, იზიდავს ფინანსურ სახსრებს. „m²“-ის ყველა სამშენებლო პროექტი ფინანსდება სწორედ ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, როგორიც არის: კანადის მთავრობა, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) და ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO).