იცხოვრე შენი ცხოვრებით

m²-ის შესახებ

m² 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს

  • ინოვაცია
    ინოვაცია

    m² 17 წელია ლიდერია ბაზარზე, ნერგავს ინოვაციებს, ზრუნავს მაცხოვრებლების კომფორტზე, მოიპოვებს უპრეცედენტო ინვესტიციებს, სრულყოფს და ანვითარებს პროდუქტის ხარისხს, ქმნის სანდოობას და უზრუნველყოფს დაცულობას.


    m²-მა პირველმა შესთავაზა ბაზარს გარემონტებული სახლები, ასევე, მშენებლობის დარგში კომპანიამ დანერგა მაღალი სტანდარტი და ხელი შეუწყო დარგის განვითარებას.


    m² ყოველთვის ცდილობს ერთი ნაბიჯით უსწრებდეს ბაზარს. ამის დასტურია m³ საბურთალოს ინოვაციური უბანი, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში სრულიად ახალი კონცეფტუალური ადგილია. m³-ში სახლს მთელი უბანი მოჰყვება და ადამიანს ყველა თავისი სურვილის დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელად შეუძლია.

  • თავისუფლება
    თავისუფლება

    m² ქმნის და ავითარებს სივრცეებს, სადაც ადამიანებს თავისი ცხოვრებით, თავისუფლად ცხოვრება შეუძლიათ. კომპანიის პროექტები მორგებულია სხვადასხვა გემოვნებისა და ცხოვრების სტილის ადამიანებზე, სადაც მათ რეალიზების, საკუთარ თავთან ახლოს ყოფნის საშუალება ეძლევათ. სერვისი, რომელსაც m² თავის მაცხოვრებლებს სთავაზობს, მათი დროის გამოთავისუფლებაზეა მიმართული.

  • ზრუნვაზე ფოკუსი
    ზრუნვაზე ფოკუსი

    იმისათვის, რომ ადამიანებმა m²-ის პროექტებში მარტივად და კომფორტულად , „თავისი ცხოვრებით“ იცხოვრონ - კომპანია მათ სთავაზობს კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოს, კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.


    მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, კომპანიამ შექმნა მობილური აპლიკაცია m² Home, რომელიც ეხმარება მაცხოვრებლებს განვადების, კომპლექსის მომსახურების და კომუნალური გადასახადების საფასურის მარტივად გადახდაში, სიახლეებისა და m²-ის შეთავაზებების მიღებასა და საკუთარი მოთხოვნების შესრულების ვადების მონიტორინგში.


    m²-ის პროექტებში მაქსიმალურად გამოყენებულია ენერგოეფექტური მასალები, რაც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების კონცეფციის აქტიურად დამკვიდრებასა და გარემოსა და ადამიანზე ზრუნვას.

  • განვითარებაზე ორიენტაცია
    განვითარებაზე ორიენტაცია

    განვითარება მუდმივი პროცესია, რომელიც კომპანიის მომავალს უზრუნველყოფს. m²-ში ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა გუნდის, პროცესების, მომხმარებელთან ურთიერთობებისა თუ ზოგადად, ბიზნესის ისეთ განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელობასა და ღირებულებას ქმნის, როგორც აქ დასაქმებული ადამიანებისთვისა და ბიზნესისთვის, ისე მთლიანად სექტორისთვის.

იცხოვრე შენი ცხოვრებით

პარტნიორები

საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები ფინანსებსა და განვითარებაში

იცხოვრე შენი ცხოვრებით
29 ივლ, 2025

m² X “ქარტა”, შენი უნიკალური ცხოვრების მომენტების ასასახად

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია m²-მა და ქართულმა ბრენდმაქარტამ” ახალი, შთამაგონებელი კოლაბორაცია წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ექსკლუზიური დიზაინის ფოტოალბომები. ალბომები აერთიანებს “ქარტას” ესთეტიკას და m²-ის მესიჯს – „იცხოვრე შენი ცხოვრებითდა შექმნილია მათთვის, ვისაც სურთ საკუთარი ცხოვრების მოგონებები და მნიშვნელოვანი მომენტები ხელშესახებად და უნიკალურად აქციონ.


შენი ცხოვრებით ცხოვრება, კავშირი შენს სურვილებთან, შენს თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსა და სამყაროსთან, ყოველდღიური არჩევანია, რომელიც ერთხელ თუ გააკეთე, აუცილებლად იგრძნობ, რომ ცხოვრობ ისე, როგორც არავის უცხოვრია, რადგან განსაკუთრებულ, საკუთარ ამბავსა და ისტორიას ქმნი. შენი ცხოვრების ძვირფასი მომენტების ასახვას და ხელშესახებად ქცევას კი ფოტოალბომი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს. კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ალბომები ემოციური მეხსიერების მატარებელია, თითოეული მათგანი უნიკალურია და მომხმარებლის ცხოვრების ისტორიას ასახავს.


“კოლაბორაციის ფარგლებში შეიქმნა ექსკლუზიური დიზაინის ფოტოალბომები, რომლებიც აერთიანებს “ქარტას” ესთეტიკას და m²-ის მესიჯს – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“. კოლაბორაციის იდეა ორივე ბრენდისთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ორივე საერთო ღირებულებას იზიარებს, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და ყველას თავისი გამორჩეული ცხოვრებისეული თავგადასავალი აქვს.

ჩვენი ხედვით, როდესაც ადამიანი ბედავს და აკეთებს არჩევანს, რომ იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, ის აუცილებლად განსაკუთრებულ, საკუთარ ამბავსა და ისტორიას ქმნის. m²-ისა და ქარტას ფოტოალბომები კი ამ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას თავიანთი ცხოვრების უნიკალური ისტორიები და მნიშვნელოვანი მომენტები ხელშესახებად აქციონ და ალბომის ფურცლებზე სამუდამოდ შემოინახონ.” - მარიამ დიდებაშვილი, m²-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


“ჩვენ ვქმნით ფოტოალბომებს, რომლებიც ადამიანების ცხოვრების ისტორიებს აცოცხლებს და მათ მომავალ თაობებს უზიარებს. ქარტაში გვჯერა, რომ ისტორიების უკვდავება და მომენტების საგანძურად ქცევა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი გუნდი, რომელიც სიყვარულით და შთაგონებით მუშაობს, ყოველი პროექტის შექმნისას აერთიანებს ხარისხს, დიზაინს და ინდივიდუალურობას. თითოეული ფოტოალბომი არის შესაძლებლობა მომხმარებლებისათვის, გაუზიარონ სხვებს თავიანთი ცხოვრების განსაკუთრებული მომენტები.”-  თაკო სამხარაძე, “ქარტას” დამფუძნებელი


კოლაბორაცია m²-სა და ქარტას შორის არა მხოლოდ ორ ქართულ ბრენდს აერთიანებს, არამედ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით და ცხოვრების ძვირფასი მომენტები მომავალ თაობებსაც გაუზიარონ - მაღალი ხარისხითა და უნიკალური დიზაინით.

23 ივნ, 2025

მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა

20 ივნისს, კომბინატის სივრცეში, სადგურის ორგანიზებით, მდგრადი ტრანსფორმაციის პირველი გამოფენა // გაცვლა // ჩატარდა.
სადგური ინოვაციური სოციალური საწარმოა, რომელიც პასუხისმგებლიან ბიზნესებთან თანამშრომლობით ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მექანიზმების დანერგვას.

ღონისძიების ფარგლებშიც, გამოუსადეგარი ნივთები გარდაიქმნა ღირებულ ექსპონატებად, ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე მიენიჭათ. გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იყო მათთვის, ვინც დაინტერესებული იყო ეკოინიციატივებით, მარკეტინგითა და ხელოვნებით, რადგან ღონისძიება ჩამოთვლილ მიმართულებებს ერთ კონცეფციაში აერთიანებდა.

პროექტის პარტნიორი იყო m². კომპანიამ CSR მიმართულებით პროექტები 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე ძალიან ბევრი აქვს განხორციელებული. ღონისძიების ფარგლებში, m²-ის გამოუსადეგარი და დაზიანებული მასალები, ინსტალაციები, ლაითბოქსები, მაკეტები და სხვა ინვენტარი ექსპონატებად გარდაიქმნა.

22 ივნ, 2025

20 ივნისს Ad Summit Tbilisi 2025 გაიმართა

20 ივნისს Ad Summit Tbilisi 2025 გაიმართა.


Ad Summit-ის ღონისძიება საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა და ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროებით დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელ პლატფორმას წარმოადგენს.


სამიტი ფოკუსირებული იყო კონტენტის შექმნის პროცესში ტექნოლოგიების როლსა და მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაზე ქართველმა და უცხოელმა YouTube-ერებმა და კონტენტ კრეატორებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.


m², როგორც საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია, ზრუნავს ქართული ციფრული სექტორის განვითარებაზე და წელსაც სამიტის ოფიციალური პარტნიორი იყო.

31 მაი, 2025

ბავშვთა დღეები m²-ში

ბავშვთა დღეები m²-ში.

ჩვენი ეზოები სიხარულით, ფერადი ემოციებითა და გულწრფელი სიცილით აივსო!


ზღაპრის გმირები, მხიარული წამყვანი, ბამბის ნაყინი, პოპკორნი, სახის მოხატვა, მუსიკა, გასართობი თამაშები, საპნის ბუშტების შოუ, მხიარული ატმოსფერო და მეგობრებთან გატარებული დაუვიწყარი დრო - გვჯერა, რომ სწორედ ასეთი დღეები ქმნის ბავშვობის ყველაზე თბილ და დაუვიწყარ მოგონებებს.

28 მაი, 2025

პადელის სამოყვარულო ტურნირი

25 მაისს Sportscape • სპორტსქეიფ-ის ორგანიზებით პადელის სამოყვარულო ტურნირი ჩატარდა.


ტურნირი განკუთვნილი იყო ყველა ასაკისა და დონის მოყვარულთათვის. სპორტული ჟინით, ბრძოლითა და მხიარული განწყობით, ტურნირი ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოვიდა.


ღონისძიების მთავარი სპონსორი იყო m².


I, II და III ადგილზე გასულ მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ფულადი პრიზები და m²-ისა და Funduki / ფუნდუკი -ს კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი სპორტული ჩანთები.

m² - იცხოვრე შენი ცხოვრებით.

5 მაი, 2025

m²-ისა და “ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის

ლიდერი დეველოპერული კომპანია m² და ოჯახური ბიზნეს მოდელის მაღაზია “ფუნდუკი”, რომელიც ცნობილია ეკო-მეგობრული და მდგრადი მიდგომებით, კრეატიულობითა და კულტურის მხარდაჭერით - პარტნიორობას აანონსებენ. აღნიშნული კოლაბორაცია ორ ბრენდს პიროვნული ინდივიდუალურობის გამოხატვის იდეის ირგვლივ აერთიანებს, რაც ასახული იქნება ექსკლუზიური ჩანთების კოლექციაში m²-ის შთამაგონებელი ბრენდის გზავნილით - "იცხოვრე შენი ცხოვრებით".


m² ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომით, ქმნის სივრცეებს, რომლებიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი იდენტობა და შთააგონებს ადამიანებს გაბედონ და იყვნენ ავთენტურები, ესწრაფვონ, შექმნან და იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობენ. ფუნდუკთან თანამშრომლობა კი m²-ის ფილოსოფიას ხელშესახებ პროდუქტში გადმოსცემს.


“ჩვენი კოლაბორაცია წარმოადგენს ორი ბრენდის საინტერესო სინერგიას, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ დონეზეა მიმართული. აღნიშნული კოლექცია ჩვენი მესიჯის - “გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით” უნიკალური გამოხატულებაა. ის ინდივიდუალობის გამოხატვას უჭერს მხარს და თანხვედრაშია იმ ადამიანების გემოვნებასთან, ვინც აფასებს შემოქმედებითობას, თავისუფლებას და ეკო-მეგობრულ ცხოვრების სტილს.” - აცხადებს m²-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ დიდებაშვილი.


"ფუნდუკში ჩვენ ვმუშაობთ ისეთი ნივთების შექმნაზე, რომლებიც ამბავს გვიამბობენ და m²-თან ეს პარტნიორობა სრულად შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას. ერთად ვქმნით პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ კარგად გამოიყურება, არამედ კომფორტული ცხოვრების სტილს გამოხატავს" - მარიკა ჭახრაკია, “ფუნდუკის” დამფუძნებელი.

კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.liveyourownlife.ge შეძენა კი ფუნდუკის სოც. მედია არხებსა და მაღაზიაში - თბილისი, ატენის ქ. N16ა.

30 ივლ, 2024

m² x ნინეა

სახლი, ჩვენი ცხოვრების რეალიზების ერთ-ერთი პლატფორმაა, ნებივრობა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობა – ყველაზე დიდი ფუფუნება. ამიტომაც m²-ისა და “ნინეას” განსაკუთრებული კოლაბორაცია შედგა და მომხმარებელს, დღეს უკვე შეუძლია სახლში სანებივრო სამოსი m²-ის ბრენდის შეტყობინების პრინტით – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – შეიძინოს.


„ნინეა“ უკვე 7 წელია სახლში სანებივრო სამოსს ქმნის და ყოველთვის ცდილობს ისეთი მრავალფეროვანი კოლექცია შესთავაზოს გოგონებსა და ქალბატონებს, რომ მათ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა ფორმისა და განწყობის მიხედვით შეძლონ.

სამოსის შეძენა ნებისმიერ მსურველს როგორც ონლაინ www.ninea.ge, ისე „ნინეას“ მაღაზიაში შეუძლია, m²-ის კოლაბორაციის ნახვა კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.liveyourownlife.ge


„ნინეასთვის“ სახლი საუკეთესო ადგილია საკუთარ თავთან საკომუნიკაციოდ, საკუთარი ემოციების, გონებისა და სხეულის მოსასმენად“ – ამბობს ანი იოსელიანი, „ნინეას“ თანადამფუძნებელი. ამიტომაც კოლაბორაციის ეს იდეა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.


„სამოსზე სხვადასხვა შეტყობინების დატანა გამოცდილი ტენდენციაა იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ტარებით თავისი ცხოვრებისეული ხედვა, ფილოსოფია და დამოკიდებულებები აჩვენოს. როცა მომხმარებლის და ბრენდების ფილოსოფია ემთხვევა, ეს იდეოლოგიური კავშირია და სწორედ ისაა, რასაც ეძებს ყველა ძლიერი ბრენდი“ – ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


m²-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წინ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ – შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციებს ქმნიან.


ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: „ჯოვანი მორა“, „კარპეტერია“, „ქეისი“, „ფუნდუკი“, „ლავსთარსი“, „ნინეა“ და „მეთერსი“. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა. ნივთების შეძენა პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.


კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

9 ივლ, 2024

m² x Carpeteria

ხელნაკეთი ხალიჩების და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა – Carpeteria, m²-ის სლოგანის – „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ შთაგონებით, სპეციალური კოლექცია შექმნა.


გამორჩეული დიზაინის ხელნაკეთ სახლის აქსესუარებზე Carpeteria-მ m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში იმუშავა. კოლექცია უმაღლესი ხარისხის ქართული შალის ძაფებითაა შექმნილი და ის ხალიჩებს, სარკეებსა და ბალიშებს აერთიანებს. ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს „კარპეტერიას“ ვებ-გვერდზე – www.carpeteria.ge შეუძლია.


„m²-სა და ადგილობრივ ბრენდებთან კოლაბორაციის იდეა ძალიან მალე გაჩნდა, მას შემდეგ რაც ბაზარზე შემოვიტანეთ ჩვენი ახალი გზავნილი – “იცხოვრე შენი ცხოვრებით”. პროექტს ორი მიზანი აქვს: ჩვენი შეტყობინების მომხმარებელთან უფრო ახლოს მიტანა და ქართული, ეროვნული ბრენდების მხარდაჭერა. რაც შეეხება Carpeteria-სთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, სახლის აქსესუარებს ყოველწამიერად შეუძლიათ ჩვენი შთაგონება და ჩვენთვის იმის შეხსენება, რომ ერთი ცხოვრება გვაქვს და უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით“, – ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


„გზავნილი – ‘’იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ძალიან ახლოს არის ჩვენი სტუდიის ხასიათთან და ხელოვნების ფილოსოფიასთან. m²-თან კოლაბორაცია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, გავხდეთ თქვენი სახლის შემოქმედების ნაწილი“, – ნათია ზირაქიშვილი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.


„ჩვენთან თითოეული ნივთი ინდივიდუალური დიზაინით იქმნება და ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური ხასიათი“, – მარიამ მარგიანი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.


m²-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის – “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციას ქმნიან და ის ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს აერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურებს, ლეპტოპის ჩანთებს, მობილურის ჩასადებებს, სამგზავრო ჩანთებს, საპასპორტეებს, კიმონოებს, სახლის აქსესუარებს და სხვას.


სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი – www.liveyourownlife.ge, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა. ნივთების შეძენა პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.


კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

10 მაი, 2024

m² თბილისის კულტურის კვირეულის გენერალური პარტნიორია

9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, Factory Tbilisi-ში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება - “თბილისის კულტურის კვირეული” გაიმართება. წლევანდელი სეზონი ეძღვნება ევროპის დღეებს და მიზნად ისახავს ქართული ისტორიის და ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.

 

Culture Week Tbilisi აერთიანებს ხელოვანებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, კინორეჟისორებს, ასევე პრესის და ხელოვნების სფეროს გავლენიან წარმომადგენლებს. “თბილისის კულტურის კვირეულში“წელს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტი მიიღებს მონაწილეობას. მათი ნამუშევრები Factory Tbilisi-ს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში იქნება წარდგენილი.

 

კვირეულს გასაშუქებლად ეწვევა 50-მდე საერთაშორისო სტუმარი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოვა - Forbes USA, The Guardian, SouthChina Morning Post, Washington Post, Elle Japan, madame Figaro Japan, GQ Japan. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ქართველი და საერთაშორისო არტისტების ნამუშევრები, კურირებული გამოფენები და უკეთესად გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, დაესწრონ კინოჩვენებებს, კონცერტებს და მრავალფეროვან პროგრამას.

 

წლევანდელი “თბილისის კულტურის კვირეულის” გენერალური პარტნიორია m².

12 ივნ, 2023

თბილისში ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართა


თბილისში ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართა - რეგიონში ამბის თხრობის პირველი, საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-მ 2019 წელს დააარსეს.


ფესტივალი მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილების ჩვენებას, ვორქშოპებს, ქალაქის ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ამბის თხრობის და გადმოცემის, როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიეღოთ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.


კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა,  გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია,  რომელთა შესახებ სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა.   

ფესტივალში მონაწილეობს იღებდა 60-მდე პროფესიონალი სხვადასხვა ქვეყნიდან და ინდუსტრიიდან.   

სპეციალურად ფესტივალისთვის თბილისს  ამერიკელი მსახიობი, შონ  პენი ეწვია, რომელმაც ღონისძიება დახურა. 

 
წელს ZEG-ის ფარგლებში European Press Prize-ის დაჯილდოებაც გაიმართა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიასფეროში.  


ZEG - Tbilisi Storytelling Festival-ის ერთ-ერთი მხარდამჭერი წელს m² იყო. 

18 მაი, 2023

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში, დიზაინერ თაკო მექვაბიძის და m²-ის კოლაბორაციული პროექტი შედგა


4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში საერთაშორისო პროექტის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მე-17 სეზონი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა და საერთაშორისო დიზაინერებმა 2023-2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინეს.


პროექტის მიზანს ქართული მოდის განვითარება და პოპულარიზაცია წარმოადგენდა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ორმოცდაათზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრო, მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან, მათ შორის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები.
წლევანდელი Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს გენერალური სპონსორი m² იყო.


პარტნიორობის ფარგლებში, Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს ერთ-ერთმა მონაწილე დიზაინერმა, თაკო მექვაბიძემ თავის ჩვენებაზე m²-ის განახლებული გზავნილის - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ინსპირაციით შექმნილი სამოსი და აქსესუარები წარმოადგინა.


“ჩემი კოლექციის მთავარი ინსპირაცია სხვადასხვა პროფესიის ქალია. კოსტიუმების სილუეტები მამაკაცის თარგზეა აგებული, რითიც შევეცადე ქალის ძლიერი მხარეები მეჩვენებინა. ძალიან საინტერესო გამოვიდა m² -თან კოლაბორაცია. კომპანიის განახლებული სლოგანი ჩემი ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო გახდა. „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თითოეული ჩვენგანის შინაგანი დევიზია და ვფიქრობ, ნამუშევრებიც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა“, - თაკო მექვაბიძე, დიზაინერი.


„ჩვენი გზავნილი - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ უკვე სამოსშია ჩაინტეგრირებული, იმისათვის, რომ ის, როგორც ტენდენცია, როგორც საკუთარი თავის მუდმივ რეალიზებაზე ზრუნვა და სურვილებთან კავშირი უფრო კარგად იყოს გაგონილი და მოსმენილი. სამოსზე მისი დატანა და ტარება მუდმივად გვახსენებს იმას, რომ ჩვენ უნიკალურები, თავისუფლები ვართ და შეგვიძლია ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით, ისე, როგორც არავის უცხოვრია“, - ირინა დუმბაძე ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
m²-ის მისიაა ისეთი ადგილებისა და სივრცეების განვითარება, რომლებიც ადამიანებს გარემოსთან, ოჯახის წევრებთან, საკუთარ თავთან დააკავშირებენ. საკუთარ თავთან კავშირის აუცილებლობის შეხსენებას ისახავდა მიზნად ეს კოლაბორაცია, რომელსაც შეუძლია, სამოსით ყველაზე ახლოს მიიტანოს ადამიანთან გზავნილი.