CSR

m² ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს საქართველოში.

იცხოვრე შენი ცხოვრებით
24 აპრ, 2024

m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

m², ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ქართული ბრენდები m²-ის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, სპეციალურ კოლექციას შექმნიან და მისი შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. კოლექცია ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს გააერთიანებს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურები, ლეპტოპის ჩანთები, მობილურის ჩასადებები, სამგზავრო ჩანთები, საპასპორტეები, კიმონოები და სხვა. აღნიშნული კოლაბორაცია m2-ის CSR აქტივობების გაგრძელებაა და ის ქართული კომპანიების მხარდაჭერას მოიაზრებს.


ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა.


სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნება ვებ-გვერდი, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.



პროდუქციის საჩვენებელი ვერსიები ფიზიკურ სივრცეში, m2-ის გაყიდვების ოფისებშიც იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს მათი ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

„კოლაბორაციის იდეა ბრენდის ახალი პლატფორმის შემოტანისთანავე გაჩნდა და შარშან, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს კვირეულზე განხორციელდა. ახალი მოწოდება - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ დიზაინერ თაკო მექვაბიძის კოლექციაში ეფექტურად ინტეგრირდა. მიზანი, მოწოდების ადამიანებთან უფრო ახლოს მიტანა იყო მაშინაც და დღესაც. ჩვენი პარტნიორების პროდუქცია ყოველდღიურ გამოყენებაშია და ჩვენც, ყოველდღე გვინდა შევახსენოთ ადამიანებს -„იცხოვრე შენი ცხოვრებით“, ისე, როგორც არავის უცხოვრია. ყოველთვის იყავი ის, ვინც შენ ხარ, უნიკალური და განსხვავებული“, - ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


პროექტში ეტაპობრივად კიდევ ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

23 აპრ, 2023

m²-მა თბილისს საჩუქრად 1 200 ნერგი გადასცა

m²-მა თბილისს საჩუქრად 1 200, სხვადასხვა ჯიშის ნერგი გადასცა.


 საკრებულოს ინიციატივით, არიზონას და ლეილანდის კიპაროსები სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის ტერიტორიაზე, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ალექსიძის და თაყაიშვილის ქუჩებზე დაირგვება.

 გამწვანების აქცია 22 აპრილს, დედამიწის დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - რევაზ სოხაძემ, m²-ის გენერალურმა დირექტორმა, - ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა, დედაქალაქის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა - პაატა ტოგონიძემ, ასევე სკოლის მოსწავლეებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების  ბენეფიციარებმა მიიღეს.

2 იან, 2021

m²-მა ტაბატაძეების 9 შვილიან ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა

2020 განსხვავებული წელი იყო, ეს პერიოდი სხვებზე, სრულიად უცნობ ადამიანებზე ზრუნვაში გავატარეთ. გამოწვევბმა ბევრი რამ გვასწავლა და შეგვახსენა, რომ უნდა დავაფასოთ ის რაც გაგვაჩნია.


არსებულ ვითარებაში, სიკეთის კეთებას, სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რის გამოც გასული თვეების განმავლობაში არაერთი საქველმოქმედო აქცია განვახორციელეთ, რასაც მომავალშიც ვგეგმავთ.


ახალი 2021 წელიც ზრუნვით დავიწყეთ. ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორებისა და მაცხოვრებლების სახელით, ტაბატაძეების 9 შვილიანი ოჯახი გავაბედნიერეთ. მათ საჩუქრად m²-ის პროექტში "m² ჭყონდიდელი", 130 კვ.მ. ბინა ვაჩუქეთ.


როდესაც ერთმანეთზე ვზრუნავთ, სასწაულები მართლაც ხდება. ახალ წელს ჩვენი მთავარი გზავნილი, როგორც შინ, ისე გარეთ ერთმანეთზე ზრუნვაა.

27 იან, 2021

მუსიკალური კონცერტი საცხოვრებელ კომპლექსში „m² იპოდრომთან“

თუ შენ ვერ მიდიხარ კონცერტზე, კონცერტი მოვა შენთან - m²-მა, ამ კონცეფციით შექმნილ მუსიკალურ პროექტს #მუსიკაშენსფანჯრებთან საცხოვრებელი კომპლექსის - "m² იპოდრომთან" ეზოში უმასპინძლა.


m²-ის მაცხოვრებლებმა ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და მონატრებული სოლისტების მოსმენა საკუთარი აივნებიდან შეძლეს.


მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt-ს, რომელმაც სეზონი სწორედ ჩვენი ეზოდან გახსნა და მოგვცა შესაძლებლობა წვლილი შეგვეტანა ამ დღესასწაულის ორგანიზებაში.

2 აპრ, 2020

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

 თბილისის მერიის ინიციატივას შეუერთდა და 1000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. აქცია პანდემიის პირობებში თბილისის სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და  ჯგუფის გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად გაეცნო.


 ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღიდან დგას სახელმწიფოს გვერდით და არაერთი აქტივობაც განახორციელა. მათ შორის 100 000 ლარი COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ფონდში გადარიცხა.


"მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს, ბიზნესი აუცილებლად უნდა დადგეს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით და, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური გააკეთოს. ამიტომ მსგავს შემოთავაზებებს ყოველთვის ენთუზიაზმით ვუერთდებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე სოციალურად დაუცველთა დახმარებას ეხება. დღეს, მერიის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს საკვები პროდუქტები გადავეცით და გვიხარია, თუ მათი ყოფა ოდნავ მაინც შევამსუბუქეთ. 
 ყოველთვის დგას ქვეყნისა და ხალხის სამსახურში, რასაც საჭიროებიდან გამომდინარე, მომავალშიც გავაგრძელებთ" - განაცხადა -ის გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.

20 მარ, 2020

m², COVID 19-თან გამკლავების მიზნით, 100 000 ლარს გამოყოფს

თანამედროვე მსოფლიო და, მასთან ერთად, ჩვენი ქვეყანაც, უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რაც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობის აუცილებლობას განაპირობებს.



ინოვაციური ფორმატის მქონე ახალი უბნის, „m³ საბურთალოს“ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლიდან 100 000 ლარი სწორედ COVID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გადაირიცხება.


„დღეს, ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის ურთულეს პერიოდში, ყველას გვმართებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ამით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე აღარ არის მხოლოდ ექიმების საქმე. ისინი წინა ხაზზე იბრძვიან, მათთვის ზურგის გამაგრება კი თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. სწორედ ამ მიზნით, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, m² 100 000 ლარს გამოყოფს, რაც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება“. - განაცხადა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა, m²-ის გენერალურმა დირექტორმა.

9 ოქტ, 2019

გამწვანების აქცია

10 ოქტომბერს m²-მა ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად, გამწვანების მორიგი აქციის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, 500-მდე ხე დარგო. აქციაში მონაწილეობდნენ m²-ის თანამშრომლები, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ხელოსნები, მორაგბეები, ორგანიზაცია UN Women-ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.


აქციის მონაწილეებმა ქალაქში დამატებით 1 ჰექტარი გაამწვანეს. დაირგო ატლასის ვერცხლისფერი და ჰიმალაიური კედარები, ასევე რამდენიმე ფოთლოვანი ხე. მათ მოვლა- პატრონობას, m²-ს დაკვეთით, თბილისის ბოტანიკური ბაღი და ნერგების შემომტანი კომპანია „მაგნოლია“ გადაიბარებს, გახარებული ხეები კი შემდგომში თბილისის მერიას გადაეცემა.


კომპანიაში ამბობენ, რომ ამ აქციაში მთავარი არა მხოლოდ ხეების დარგვა, არამედ, ექსპერტებთან ერთად, მიზნობრივად და ქალაქისთვის ფუნქციურად სწორი ჯიშების არჩევაცაა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გამოცდილ მომწოდებლებთან და თბილისის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებთან თანამშრომლობა. მათთან და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, შეირჩა შესაფერისი ხეების ჯიშებიც და გასამწვანებელი ლოკაციაც.


მიმდინარე აქცია მთაწმინდის ფერდობის გამწვანების პროექტის ერთგვარი გაგრძელებაა. m²-ის მიერ განხორციელებული უდიდესი გამწვანების აქცია 2017 წელს, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებული 26 000 კვ.მ. ტერიტორიის აღდგენაა. კომპანიამ სრულად უზრუნველყო ხანძრისგან დაზიანებული ლანდშაფტისრეაბილიტაცია, მწვანე საფარის აღდგენა და შემდგომი მოვლა-პატრონობა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ხარობს რვა სახეობის 3000 მცენარე, გამართულია სარწყავი სისტემა, პერიოდულად ხორციელდება დაზიანებული მცენარეების ჩანაცვლება, მიწის გაფხვიერება, მინერალური სასუქის დამატება და მორწყვა. უახლოეს მომავალში კომპანია, ქალაქის მაშტაბით, 10 ჰექტარის გამწვანებას გეგმავს.

11 სექ, 2019

დეველოპერული კომპანია m² „სვეტის“ მშენებლობებს დაასრულებს

11 სექტემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია  m²-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება გაიმართა.


აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.


მშენებლობების დასრულების მიზნით, m² კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22). 

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მაცხოვრებელი ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m²-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.


პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m²-ის მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m²-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.


m² მზადაა სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე.


„2500-მდე  დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია m²-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს.“, - განაცხადა თბილისის მერმა m²-თან მემორანდუმის გაფორმებისას.

„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ. აღნიშნულ პროექტში ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით ჩავერთეთ და მადლიერები ვართ ამგვარი ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და, როგორც ხედავთ, შედეგიც დადგა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, წლების განმავლობაში მომლოდინე ოჯახები კუთვნილ ბინას მიიღებენ“, - ამბობს m²-ის მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი.

27 აგვ, 2019

m² საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა

26 აგვისტოს, m²-მა და „საქართველოს რაგბის კავშირმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რის შედეგადაც m² რაგბის კავშირისა და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ხელმოწერის საზეიმო ცერემონია ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართა. ღონისძიებას m²-ისა და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიზანი კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით m² უკვე წლებია აფინანსებს რაგბის კლუბ „ლელოს“, ასევე, რეგიონულ ფეხბურთს თელავსა და ზუგდიდში. ამიერიდან კომპანია საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორიც გახდა.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ ამიერიდან ქართული რაგბის წარმატებებთან m²-ის სახელიც იქნება დაკავშირებული, რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის გამარჯვებისთვის მებრძოლი დიდი გუნდი, ოჯახი რომელიც უკვე ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება და ერთად მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ როგორც სპორტის განვითარებაში, ასევე ქვეყნის შენების ისტორიაში.“- ამბობს m²-ის მმართველი პარტნიორი და BK Construction-ის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი.

18 აპრ, 2019

აფშან ხანი სპეციალიზებულ საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი, აფშან ხანი მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა.


m²-მა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა სრულად დააფინანსა. საოჯახო ტიპის სახლი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა.


სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფს მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის ოცდაოთხსაათიან ინდივიდუალურ საექთნო მოსახურებასა და რეაბილიტაციას, ხელს უწყობს მათ ფიზიკურ, ფუნქციურ და სოციალურ განვითარებას.

29 ნოე, 2018

m²-მა სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" გახსნა

კომპანია m²-მა სამშენებლო კოლეჯის, კონსტრუქტ2-ის გახსნის ცერემონია გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ m²-ის, ბიქეი ქონსთრაქშენის, ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და მედია. პროექტის იდეა სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება.



“კონსტრუქტ2”-ის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც ესწრებოდა.



კონსტრუქტ2 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.


11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციელისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50-მდე აკადემიურ და 30-მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.

სამშენებლო კოლეჯი, რომელიც 2019 წლიდან პირველ ნაკადს მიიღებს, m²-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.



"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა უმაღლესი სტანდარტის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ. გვჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ამასთან, დროული და საჭირო ნაბიჯი სფეროს განვითრებისთვის ქვეყანაში", - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m²-ის გენერალური დირექტორი.



ბიქეი ქონსთრაქშენი სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2-ის თანადამფუძნებელია. ბიქეი ქონსთრაქშენი m²-ის შვილობილი კომპანია გახდა 2017 წელს, როდესაც დეველოპერულმა კომპანია m²-მა სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულების განვითარება დაიწყო.

25 ივნ, 2018

თელავში ბავშვთა შორის „m²-ის თასი“ ჩატარდა

2018 წლის 21 ივნისს, თელავში m²-ისა და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. „m²-ის თასზე“ მონაწილეობა 11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო - მათ შორის თელავის, ახმეტის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს გუნდებმა. ტურნირს გივი ჩოხელის სახელობის თელავის სტადიონმა უმასპინძლა.


ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ ახმეტის გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს გურჯაანისა და თელავის ბავშვთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალურ თამაშში გაიმარჯვა და „m²-ის თასის“ მფლობელი გახდა გურჯაანის გუნდი.


კომპანია m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა. m²-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს დაეხმაროს ახალი ტალანტების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში.

11 ივნ, 2018

ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო ეროვნულ ბიბლიოთეკაში

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნა. სამკითხველოში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების უიშვიათესი, ავტორის სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნები და მისი ხელნაწერები, რაც დარბაზს მუზეუმის ფუნქციასაც მიანიჭებს.


მემორანდუმი ვაჟა-ფშაველას სამკითხველოს შექმნასთან დაკავშირებით კომპანია m²-სა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გასული წლის 7 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცეც, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები საშვების მიღებას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეძლებენ.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი სივრცე, ვაჟა-ფშაველას სამკითხველო შეემატა, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები მყუდრო და კომფორტულ გარემოში შეძლებენ კითხვას და წვდომა ექნებათ გენიალური ავტორის უიშვიათეს გამოცემებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „m²-ის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკას ახალი სარეგისტრაციო სივრცე ექნება“ - განაცხადა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.


„ვაჟა-ფშაველას დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში აუცილებელი ამბავი მგონია. ამ აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში შესაბამისი წარმოჩენა ძალიან მახარებს. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში გაჩენა - ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება“ - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

4 ივნ, 2018

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე და 50-ე დამონტაჟებული ელექტროდამტენი

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე m²-მა მორიგი, რიგით 50-ე ელექტროდამტენის დამონტაჟებით აღნიშნა. აღნიშნული ელეტროდამტენი კომპლექსის „m² თამარაშვილზე“ მაცხოვრებლებს კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ.


m² კომპანია E-Space-ის გენერალური პარტნიორია და ქვეყნის მასშტაბით ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის შექმნას აფინანსებს. კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ მიზნად ისახავს ქვეყანაში ელექტრომობილების 100 დამტენის დამონტაჟებას და ამგვარად ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას.


m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კომპანია ელექტროსკუტერების პოპულარიზაციასაც ახდენს. გასულ წელს m²-ის 45-მა ახალმა მაცხოვრებელმა საჩუქრად ელექტროსკუტერი მიიღო, რომელსაც არ სჭირდება საწვავი, არ აქვს გამონაბოლქვი და აბსოლუტურად უხმოა.


კამპანიის „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ დაწყების დროს, ქვეყანაში მხოლოდ 50 ელექტრომობილი იყო დარეგისტრირებული. მოცემული მომენტისთვის კი მათი რაოდენობა 1000-ზე მეტია.

ელექტროდამტენები ეტაპობრივად m²-ის ყველა საცხოვრებელ კომპლექსში დამონტაჟდება და მაცხოვრებლებს საჩუქრად გადაეცემათ.

27 მაი, 2018

m²-ის პირველი სარაგბო ფესტივალი

m²-მა რაგბიში საბავშვო ფესტივალი ჩაატარა, რომელსაც „ლელო არენამ“ უმასპინძლა. 


ფესტივალში მონაწილეობა 11-12 წლის მორაგბეებისგან დაკომპლექტებულმა 8 გუნდმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: „ლელო“, „აკადემია“, „არმაზი“ „ხარები“, „თბილისი“, „წიქარა“ და "ვეფხვები“. ფესტივალის გამარჯვებული კი გუნდი „ლელო" გახდა.


ქართული საკლუბო რაგბის მხარდაჭერა კომპანია m²-მა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი რაგბის კლუბის „ლელო სარასენსის“ სპონსორი გახდა. m²-ის ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.

28 მარ, 2018

მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვა დაიწყო

მთაწმინდის ნახანძრალ ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვის პირველი ეტაპი დაიწყო. კომპანია m²-მა, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა-გატყევებას აფინანსებს, მთაწმინდის ფერდობზე ხე-მცენარეების ჩარგვის აქციას გამართა, რომელშიც მოხალისეობრივად როგორც მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები ჩაერთნენ.


მოხალისეთა მაქსიმალური ჩართულობის მიზნით m²-მა სპეციალური პლატფორმა www.gaamtsvane.ge შექმნა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა-გატყევების პროექტის შესახებ - როგორც განხორციელებული, ასევე დაგეგმილი აქტივობები. პერიოდულად პლატფორმაზე განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელშიც მოხალისეების მონაწილეობა იქნება შესაძლებელი.


m²-ის მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში მოქალაქეები, ასევე მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციისა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თანამშრომლები ჩაერთნენ.

მთაწმინდის ნახაძრალი ფერდობის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც კომპანია m²-ის დაკვეთით „თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის“ სპეციალისტებმა მოამზადეს, მიზნად ისახავს ნახანძრალი 26 000 კვ.მ-ისტერიტორიის აღდგენა-გატყევებას და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნაა.

21 მარ, 2018

ევროკომისიის წარმომადგენლების ვიზიტი m²-ის მშენებარე ობიექტზე

ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უძრავი ქონების დეველოპერის, m²-ის მიერ განხორციელებული მასშტაბური ენერგოეფექტური პროექტი მოინახულა. ეს სამშენებლო ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერით საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ (IFC) და ფონდმა მწვანე ზრდისთვის (Green for Growth Fund) დააფინანსა. იგი ერთ-ერთია ენერგოეფექტურობაზე მიმართულ მრავალ ინიციატივას შორის, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს.


ვიზიტის დროს განიხილეს ზომები, რომელიც m²-მა მიღებული მხარდაჭერის წყალობით განახორციელა, მათ შორის, საცხოვრებელი შენობების თბოიზოლაცია, თანამედროვე საქვაბე და სხვა მოწყობილობების დამონტაჟება, უკეთესად იზოლირებული ფანჯრებისა და კარების მოწყობა. სავარაუდოდ, ამ ინიციატივის ფარგლებში აგებული 801 საცხოვრებელი ბინა წლის განმავლობაში იმდენად ნაკლებ CO2 გამოყოფს, რომ წელიწადში 210,000 დარგული ხით მიღებულ სარგებელს უტოლდება.


ევროკავშირის სახელით კატარინა მატერნოვამ განაცხადა: "ყველაზე იაფი ენერგია არის ის, რასაც არ მოიხმართ. საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით, აუცილებელია ენერგომოხმარებისა და მავნე გამონაბოლქვის შემცირება და ამაზე დაყრდნობით მოსახლეობამ მიიღოს კონკრეტული ფინანსური სარგებელი, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და კლიმატის დაცვისთვის. სწორედ ეს არის ის, რასაც ევროკავშირი საქართველოში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს. ჩვენ ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დავიწყეთ განხილვები, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით. მოხარული ვარ, რომ უკვე განვახორციელეთ კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მთავრობასთან და განვითარების პარტნიორთან და ამ პროექტის სახით დავინახეთ ენერგოეფექტურობის სარგებლის ნათელი მაგალითი”.

m²-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ - შორენა დარჩიაშვილმა, ვიზიტის დროს აღნიშნა: "m² 2014 წლიდან ამკვიდრებს ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობის სტანდარტს საქართველოში. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გარემოზე ზრუნვაა. ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობით კი ჩვენი კომპანია მნიშვნელოვნად ზოგავს გარემოს რესურსებს."


ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) დირექტორმა, ოლაფ ზიმელკამ განაცხადა: "2014 წლიდან GGF მხარს უჭერს საქართველოში ენერგოეფექტური ნაგებობების მშენებლობას. m²-ის პროექტი წარმოადგენს ფონდის მიერ ენერგიის დაზოგვასა და CO2 შემცირების ხელშეწყობის თვალსაჩინო მაგალითს. ევროკომისია ფონდის დიდი ხნის პარტნიორი და მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებმა ადგილზე მოინახულეს პროექტი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ფონდის მხარდაჭერა საქართველოში ენერგოეფექტურობის გაზრდისა და განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით”.


GGF-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობისათვის m²-ს მოეთხოვებოდა მინიმუმ 20%-ით უფრო ენერგოეფექტური შენობების აშენება, ვიდრე ამას სტანდარტული ქართული სამშენებლო პრაქტიკა ითვალისწინებს. სანაცვლოდ m²-მა ფონდიდან მიიღო 11.5 მილიონი აშშ დოლარის სესხი. GGF-ის ტექნიკური დახმარების ფარგლებში m²-ის შენობების ენერგო აუდიტი ჩატარდა, რის საფუძველზეც მოხდა ყველაზე ეფექტური ღონისძიებების იდენტიფიკაცია და ამის საფუძველზე მაღალი ენერგოეფექტური სტანდარტების დაკმაყოფილება.

28 თებ, 2018

m² საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა

კომპანია m² საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა. შეთანხმებას ხელი m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კლუბ „თელავის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ დღეს მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.


კომპანია m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა. m²-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს დაეხმაროს ახალი ტალანტების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში.


„მოხარულები ვართ, რომ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორები გავხდით. m²-სთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სპორტული კერების ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად შევდივართ სასტუმროების ბიზნესში და გვსურს ეს მიმართულება საქართველოს მასშტაბით განვავითაროთ. მათ შორის, საინტერესო გეგმები გვაქვს კახეთში, კერძოდ კი - თელავში. ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, ყველაგნ სადაც პროექტს ვახორციელებთ, ვცდილობთ სარგებელი მივიტანოთ და დღევანდელი სიახლეც ამის დადასტურებაა“ - განაცხადა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

27 თებ, 2018

m² „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2018”-ის მფლობელია

m² „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული გახდა. დეველოპერულმა კომპანიამ ჯილდო ნომინაციაში - წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - მიიღო. პროექტი, რომელმაც პრიზი დაიმსახურა, მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენას, ადგილზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნასა და პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო კამპანიას მოიცავს.


პროექტის ფარგლებში 3000 ხე-მცენარის ჩარგვასთან ერთად, m² 3 წლის განმავლობაში ნარგავების მოვლასაც დააფინანსებს. გარდა ამისა, კომპანია პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იწყებს ხანძრის პრევენციის კამპანიას სკოლებში. დაწყებულია რისკების შემცირების კამპანია საცხოვრებელ კომპლექსებში.


კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიების ინიციატორები CSR კლუბი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი არიან. მასზე სულ 23 პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც ადგილობრივმა და საერთაშორისო პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსი სამ ნომინაციაში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. m²-თან ერთად გამარჯვებული კომპანიები არიან APM Terminals Poti და კომპანია „ნატახტარი“.

22 დეკ, 2017

m² ქუთაისში მცხოვრებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმარება

m²-მა ქუთაისის მერიასთან ერთად კომპანიის მორიგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის შესახებ განაცხადა. m²-ისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლობის შედეგად სრულად დაფინანსდება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 40 ბენეფიციარის სარეაბილიტაციო კურსი ერთი წლის განმავლობაში. სოციალური პროექტის ბიუჯეტი 225 000 ლარია. მისი განხორციელებისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 125 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო m² პროექტს 100 000 ლარით დააფინანსებს.


აღნიშნული ინიციატივა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, კომპანია m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და საქართველოსპარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.


m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები გარემოზე ზრუნვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა, განათლების მხარდაჭერა და ქალთა გაძლიერებაა. ყველა ამ მიმართულებით კომპანია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა ჯამურმა ბიუჯეტმაც 2017 წელს მილიონ ლარს მიაღწია.

23 ოქტ, 2017

m²-მა მთაწმინდის ტყის აღდგენის პროექტზე სამუშაო შეხვედრა გამართა

m²-მა მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტის განხილვაზე სამუშაო შეხვედრა გამართა.


ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატით წარიმართა, სადაც გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად განიხილეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველადი გეგმა, ტექნიკური პირობები და მონიტორინგის პრინციპები. 


მრგვალი მაგიდის მონაწილეეები იყვნენ: თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური, ეკოვიჟენი, CENN, REC, GMG - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი, საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვის სამინისტრო. 


m²-მა მთაწმინდის ფერდობის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. ამ დღიდან ქალაქის მერიასთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად საკითხის შესწავლა და რეაბილიტაციის შესაძლო ვარიანტების განხილვა მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოს შექმნაა. 


მთაწმინდის მთაზე ხანძარი 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. m², მისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის თანახმად, საკუთარ თავზე იღებს მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ტორიტორიის, როგორც მწვანე საფარის აღდგენასა და ლანდშაფტის რეაბილიტაციას, ასევე მის შემდგომ მოვლას.

18 ოქტ, 2017

m² გალერეამ უმასპინძლა საერთაშორისო ტრენინგს ენერგოეფექტურობის შესახებ

თბილისში მიმდინარეობს ტრენინგი „ევროკავშირი ენერგოეფექტურობისთვის“, რომელსაც საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო ატარებს. დღეს m²-მა ტრენინგის მონაწილეებს უმასპინძლა და გააცნო კომპანიის პროექტების ენერგოეფექტურობის კვლევა.


პრეზენტაციის შემდგომ მონაწილეებმა m²-ის ენერგოეფექტური მშენებარე კომპლექსი m² ყაზბეგზე 2 მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მშენებლობის პროცესში ენერგოეფექტური მასალების გამოყენების ტექნოლოგიას.


ტრენინგის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო, რომელიც უძღვება პროგრამას - ევროკავშირი ენერგოეფექტურობისთვის. პროგრამა დააარსა ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი (სამიზნე ქვეყნები).


პროგრამა მიზნად ისახავს, იმუშაოს და დაეხმაროს 11 ბენეფიციარ ქვეყანას არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებაში, მონიტორინგის გაძლიერებასა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, არამედ დაეხმაროს ბენეფიციარებს ამა თუ იმ ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ენერგო-პოლიტიკის შემუშავებაში.

28 სექ, 2017

m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყო

თბილისში, ყაზბეგის გამზირის №9ა-ში განახლებული სკვერის პრეზენტაცია ჩატარდა. სკვერის რეაბილიტაცია და აღჭურვა საბურთალოს გამგეობასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანია m²-მა დააფინანსა. 


განახლებული სკვერი საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ და კომპანია m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ გახსნეს.

განახლებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი სკამები და განათება, დაიგო ახალი ფილაქანი, გაკეთდა ღობე, რომელის დახმარებითაც სკვერის ტერიტორიაზე მანქანების შესვლას შეუძლებელი გახდება და მოეწყო სათამაშო კუნძული ბავშვებისთვის.


„m²-ის მიზანი ადამიანებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. მიხარია, რომ საბურთალოს გამგეობასთან თანამშრომლობით ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს ლამაზი, მყუდრო და უსაფრთხო ადგილი შევუქმენით დასვენებისთვის“ - აცხადებს m²-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

30 აგვ, 2017

m² მთაწმინდის ფერდობზე დამწვარ ტერიტორიას სრულად აღადგენს

კომპანია m² მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე მწვანე საფარისა და ლანდშაფტის აღდგენას საკუთარ თავზე იღებს. რეაბილიტაციის ინიციატივა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს დღეს გააცნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციის პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან.


პროექტის მიზანი დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოსშექმნაა.


მთაწმინდის მთაზე ხანძარი 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. კომპანია m², მისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის თანახმად, საკუთარ თავზე იღებს მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ტორიტორიის, როგორც მწვანე საფარის აღდგენასა და ლანდშაფტის რეაბილიტაციას, ასევე მის შემდგომ მოვლას.

23 ივნ, 2018

შშმ ბავშვებისთვის თბილისში საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო

კომპანია m²-ის დაფინანსებით სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყება საძირკველში კაფსულის ჩაგდებით აღინიშნა.


აღნიშნული მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება.

აღნიშნული საოჯახო ტიპის სახლი დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე 7 ბავშვი იცხოვრებს.

2 დეკ, 2016

m² ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა

m² გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივას - ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ კონფერენციის ,,ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ დასრულების შემდეგ ხელმოწერით დაადასტურა.


კონფერენციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ („სიდა“) მიერ იყო ორგანიზებული, m²  გენერალური დირექტორის მოადგილეს მოხსენებით წარდგა. შორენა დარჩიაშვილმა სხვა კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს m²-ის გენდერული პოლიტიკა და სამომავლო გეგმა გააცნო. მან კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

25 ნოე, 2016

„მეტი ჟანგბადი ქალაქს“ - „E-Space“-ის და m²-ის ახალი პროექტი

m²-მა და „E-Space”-მა სოციალური კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ გამოაცხადეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კომპანია „E-Space“, მისი გენერალური პარტნიორის, m²-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნის, რაც 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ელექტრო-დამტენი სადგურის დამონტაჟებას გულისხმობს.

m² თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყოველთვის ზრუნავდა გარემოზე ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობით. კომპანია უკვე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უჭერს მხარს და ხდება „E-Space“-ის გენერალური პარტნიორი საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის შექმნის საკითხში.


დამტენი სადგურების რაოდენობის ზრდა საქართველოში დაასტიმულირებს ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას, რაც ეკოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებს. სოციალური კამპანიის „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ ფარგლებში m² კომპანია „E-Space“-თან ერთად 2017 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას საქართველოში.

„m²-ის მაღალი სოციალური პასუხიმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ გარემოს დაბინძურების პრობლემას და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობდით გვეზრუნა გარემოზე. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაშენებთ მხოლოდ ენერგოეფექტურ კომპლექსებს, რითაც ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს. ამჯერად, m² უკვე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზეც იწყებს ზრუნვას. ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის ფაქტი, რომ გავხდით კომპანია "E-Space"-ის გენერალური პარტნიორები ამ ძალიან კარგ საქმეში. მგონია, რომ კამპანიას „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ დიდი მომავალი აქვს“. - განაცხადა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.


„მოხარული ვარ, რომ “E-Space”-ის წამოწყებამ გამოიწვია კერძო სექტორის დიდი ინტერესი და პოზიტიური გამოხმაურება. m² ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შემოგვთავაზა ახალი კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ემსახურება არამარტო ჰაერის ხარიხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს შეუწყობს ელექტრომობილების, როგორც მომავლის ტექნოლოგიის, პოპულარიზაციას ქვეყანაში. დღეიდან m² ჩვენი გენერალური პარტნიორი ხდება. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.“ - აცხადებს „E-Space“-ის - აღმასრულებელი დირექტორი სულხან გვალია.

8 ნოე, 2016

საოჯახო ტიპის სახლი მზრუნველობამოკლებული შშმ ბავშვებისთვის

m²-სა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში m² ააშენებს საოჯახო ტიპის სახლს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელიც სრულად იქნება მორგებული სწორედ მათ საჭიროებებზე. ამ ეტაპზე საოჯახო სახლის პროექტი დასრულებულია და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF-ი უზრუნველყოფს.


„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე ზრუნვა კომპანია m²-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. m²-ის ყველა საცხოვრებელი კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ასევე, ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე 260-მდე პანდუსი მოეწყო. m²-ის თითოეული თანამშრომლისთვის საამაყოა ისეთ საქმეში წვლილის შეტანა, როგორიცაა საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა, რადგან ბავშვები კეთილმოწყობილ გარემოში და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაიზრდებიან“ - განაცხადა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.


„ასეთი ინიციატივები კარგი პრაქტიკაა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობისთვის. ეს არის პირველი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, ახალი, საოჯახო ტიპის სერვისის შექმნისა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც ახლა ნუცუბიძეზე მდებარე შშმ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ, ანუ ჯერ კიდევ დიდ ინსტიტუციაში არიან. ეს აქტივობა სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ამ ბავშვების დიდი ინსტიტუციებიდან გამოყვანას და საოჯახო პირობებთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ - როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ეს მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას.“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

25 ივნ, 2015

m² სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 150 000 ლარს გამოყოფს

m² სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე 150 000 ლარს გადარიცხავს. მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულთა მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. თბილისის მერია სისტემატიურად განათავსებს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მობილიზებული ამ და სხვა თანხების ათვისების დეტალურ ანაგარიშს ვებგვერდზე: http://help.tbilisi.gov.ge

24 მაი, 2015

“m² იპოდრომთან” მაცხოვრებლებმა კომპლექსის მიმდინარე ტერიტორია გაამწვანეს

23 მაისს, საცხოვრებელი კომპლექსის “m² იპოდრომთან” მაცხოვრებლებმა მონაწილეობა მიიღეს თავიანთი ეზოს გამწვანების პროცესში. მათ კვალიფიციურ პერსონალთან ერთად დარგეს კვიპაროსები, მარადმწვანე დეკორატიული ბუჩქები და სუროები.


m²-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გარემოს დაცვაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი საცხოვრებელი კომპლექსებისა და სხვა ტერიტორიების გამწვანებაზე.

1 აპრ, 2015

გამწვანების კიდევ ერთი ღონისძიება m²-სგან

2 აპრილს, m²-ის თანამშრომლებმა ქ. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სკვერის გასაშენებლად განკუთვნილ ადგილას, გამწვანების აქცია განახორციელეს და 100 ძირი ხე დარგეს. მცენარეების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შერჩეულ იქნა დენდროლოგის რეკომენდაციით, ასევე ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურთან შეთანხმებით.


ტერიტორიაზე დაირგო: კედარი (25 ძირი), ელდარის ფიჭვი (25 ძირი), კვიპაროსი (25 ძირი), ნუში (15 ძირი), იასამანი (5 ძირი) და იფანი (5 ძირი).


გარდა ამისა, m² ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობასაც დააფინანსებს, რასაც პროფესიონალი აგრონომები განახორციელებენ. m²-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გარემოს დაცვაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი საცხოვრებელი კომპლექსებისა და სხვა ტერიტორიების გამწვანებაზე.

15 იან, 2015

ერთი ადამიანის შეცვლილი ცხოვრება

ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა საჩუქარი გაგვეკეთებინა ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური საჩუქრის გაგზავნის ნაცვლად მთლიანად შეგვეცვალა ერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ამას. 


გაიცანით პარაოლიმპიელი მშვილდოსნობაში, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ვანო წიკლაური. ჩვენ მას ჩვენი მაცხოვრებლების სახელით სრულად ადაპტირებული, მის საჭიროებებზე მორგებული ბინა ვაჩუქეთ. სულ მალე ვანო ოპტიმა ისანის მაცხოვრებელი გახდება. მან უკვე დაათვალიერა სამშენებლო ობიექტი და მოუთმენლად ელის ბინის ჩაბარებას.


შეგახსენებთ, რომ m²-მა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ 2014 წლის 3 დეკემბერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, m² ხდება ქვეყანაში პირველი დეველოპერი, რომელიც შეიმუშავებს და სტანდარტის სახით დაამკვიდრებს, სამშენებლო პროექტების დაგეგმვის ეტაპზევე, ყველა კატეგორიის შშმ პირების მოთხოვნილებების და საჭიროებების გათვალისწინებას უნივერსალური დიზაინის ნორმალების დაცვით.

23 ივნ, 2014

m²-მა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განახორციელა

m²-მა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დააფინანსა ვაჟა-ფშაველას გამზირის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. 


ადაპტაციის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ტროტუარები და გადასასვლელები 184 პანდუსით აღიჭურვება. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა m²-ის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალური პროექტის "სიცოცხლის ხე" კოორდინაციითა და ჯგუფის "სოცკოდექსი" ინიციატივით.


კომპანია m²-ის მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტის ფარგლებში, იზრუნოს ადამიანებისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მათ შორის შ.შ.მ. პირებისთვის გარემოს ადაპტაციაზე.

24 მარ, 2014

m²-ის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია

გარემოს დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა - ეს სამი მიმართულება კომპანია m²-ის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიაში შედის.

წელს, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი პროექტი m²-მა ნუცუბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედ, თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში განახორციელა. კომპანიამ გაარემონტა და საჭირო ავეჯით აღჭურვა კომპიუტერული კლასები, სასწავლო ბიბილიოთეკის საცავი და სამკითხველო. დამატებით, სკოლის ეზოში სპორტული მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოაწყო. m²-მა მოსწავლეების გახალისების მიზნით, დეკორატიულადაც გააფორმა სამკითხველო, რათა ბავშვებმა უფრო მყუდრო და სახალისო გარემოში შეძლონ კითხვა და მეცადინეობა. კომპანიამ სამკითხველოს საჩუქრად წიგნები გადასცა.