წესები და პირობები

m²-ის ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები

იცხოვრე შენი ცხოვრებით

ვინ ვართ ჩვენ ?

 

შპს „მ2 ჯგუფი“ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული და მოქმედი კომპანია, საიდენტიფიკაციო ნომრით: 404499431. კომპანია ოპერირებს უძრავი ქონების სფეროში და უზრუნველყოფს მრავალბინიანი კორპუსების/სახლების მშენებლობას და რეალიზებას. კომპანია და/ან მისი შვილობილი ნებისმიერი სხვა კომპანია შესაძლებელია ასევე ახორციელებდეს დამატებით მომსახურებას, საცხოვრებელი კომპლექსების მოვლა-პატრონობის მიმართულებით.

 

კომპანიის შესახებ, მისი მიმდინარე პროექტების, გეგმების და აქტივობების მესამე პირებისათვის გაცნობის მიზნით, კომპანიამ შექმნა ვებ-გვერდი, რომლითაც ნებისმიერი მესამე პირისთვის შესაძლებელი იქნება მიიღოს სრული ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ.

 

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს, თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას და კომპანიის მიერ თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება/შენახვის სტანდარტებს.

 

ვებ-გვერდის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ თქვენ გაეცანით წინამდებარე წესებს და პირობებს და ეთანხმებით გამოყენების წესებს და პირობებს.

 

პირებისთვის, რომლებიც ვებ-გვერდზე დარეგისტრირდებიან მომხმარებლებად და არიან კომპანიის ნებისმიერი პროექტის მობინადრეები და/ან მომავალი მობინადრეები წინამდებარე წესები და პირობები არ ცვლის, არ აზუსტებს, არ განმარტავს კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ წინარე ნასყიდობის/ნასყიდობის ხელშეკრულებას, ან დამატებით შეთანხმებას. წინამდებარე წესები და პირობები არ შეიძლება განმარტებული იყოს, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, მისი დანართი ან/და დამატებითი შეთანხმება. ყოველგვარი ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით, კომპანია განმარტავს, რომ ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციასა და მომხმარებელთან გაფორმებულ ნებისმიერ ხელშეკრულებას/შეთანხმებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. 

 

 

ქვემოთ განსაზღვრული ტერმინები ამ წესებში და პირობებში განიმარტება შემდეგნაირად: 


1.1. m²/ კომპანია / ჩვენ

შპს „მ2 ჯგუფი“ ან მისი ჯგუფის წევრი მონათესავე, შვილობილი, აფილირებული კომპანიები;


1.2. ვებ-გვერდი

ვებ-გვერდი, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია კომპანიის მიმდინარე პროექტების და საქმიანობის შესახებ.


1.3. თქვენ

ფიზიკური პირი, რომელიც ისარგებლებს m²-ის ვებ-გვერდით;


1.4. მომხმარებელი

ფიზიკური პირი, რომელიც m²-ში ფლობს უძრავ ქონებას ან/და უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე არის მომავალი მესაკუთრე, რომელიც იყენებს m²-ის ვებ-გვერდს;


1.5. რეგისტრაცია

m²-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია, თქვენი პერსონალური მონაცემების შეყვანა/შევსება, თქვენ საკუთრებაში/მომავალ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ინფორმაციის და/ან არსებულ პროექტებში თქვენთვის საინტერესო ბინის შენახვა/მონიშვნის მიზნით


1.6. პირადი მონაცემი

m²-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მოთხოვნილი მომხმარებლის პირადი მონაცემები - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ელ. ფოსტის მისამართი და მობილურის ნომერი;


1.7. რეგისტრირებული ვერიფიცირებული მომხმარებელი

მომხმარებელი, რომელმაც ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას შეავსო სავალდებულო ველები და გაიარა ვერიფიკაცია მობილურის ნომრით ან ელექტრონული ფოსტით;


1.8. სტუმარი მომხმარებელი

მომხმარებელი, რომელმაც არ გაიარა ვერიფიკაცია და რომელსაც გახსნილი აქვს მხოლოდ ვებ-გვერდის დათვალიერების ველი;


1.9. ერთჯერადი კოდი

ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებულ მობილურის ნომერზე და/ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მომხმარებლის სურვილის შესაბამისად) მიღებული ერთჯერადი კოდი, რომლის შეყვანაც სავალდებულოა რეგისტრაციის დასასრულებლად;


1.10. უძრავი ქონება

ჩვენს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება;


1.11. UCC

სს „გაერთიანებული კლირინგ ცენტრი“, ს/ნ: 204558353 კომპანია მოქმედი და რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება კომპანიასთან საგადახდო მომსახურების თაობაზე.



2. ზოგადი წესები


2.1. ვებ-გვერდით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მესამე პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მესაკუთრე ან მომავალი მესაკუთრე m²-ის უძრავი ქონების, თუმცა მომავალში აქვს სურვილი რომ შეიძინოს m²-ის უძრავი ქონება.

2.2. რეგისტრაციის პროცესში, მომხმარებელი ავსებს სავალდებულო ველებს, როგორიცაა: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ელ. ფოსტის მისამართი  და მობილურის ნომერი.

2.2.1. მომხმარებელი, რომელსაც მესაკუთრე ან მომავალი მესაკუთრეა m²-ის უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში დამატებით მიუთითებს პირად ნომერს.

2.3. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია წარმოადგენდეს მის პირად, ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. სხვისი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში დამდგარი ნებისმიერი არასასურველი შედეგისთვის, პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

2.4. კომპანია არ აგებს პასუხს არასათანადო მონაცემების შეყვანის ან/და მონაცემების ცვლილების შემთხვევაში შეუტყობინებლობის  გამო  დამდგარ ნებისმიერ არასასურველ შედეგზე.

2.5. მომხმარებელი, რომელიც იქნება მესაკუთრე და/ან მომავალი მესაკუთრე m²-ის უძრავი ქონების,  უფლებამოსილია ვებ-გვერდით რეგისტრაციის შემდგომ ისარგებლოს ვებ-გვერდის სხვადასხვა სერვისებით და მომსახურებებით, რომლის განთავსებას უზრუნველყოფს m².

2.6. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ვებ-გვერდზე თავის პირად გვერდზე არსებულ ინფორმაციას,  ის უფლებამოსილია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს, ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე მონაცემთა გადამოწმების მიზნით. თუ მომხმარებელი m²-ს არ შეატყობინებს m²-ის ვებ-გვერდზე ხარვეზის არსებობის შესახებ, კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი დამდგარ ნებისმიერ შედეგზე.

2.7. კომპანია უფლებამოსილია ტექნიკური შეფერხებისას ან ფორს-მაჟორული გარემოებისას დროებით შეაჩეროს m²-ის ვებ-გვერდის გამოყენება, ასეთი გარემოების აღმოფხვრამდე.

 

 

3. კონფიდენციალურობა


3.1. კომპანია უზრუნველყოფს, მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.2. კომპანია მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს და ამუშავებს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების  გასაწევად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან, მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, მოსთხოვოს კომპანიას, კომპანიაში დაცული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის განადგურება, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას/სახელშეკრულებო ვალდებულებას ან/და კანონს (ასეთი აკრძალვა შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან).

3.3. კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3.4. კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, თუმცა შემდგომში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, განვმარტავთ, რომ კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას, მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისათვის მიწოდების დროს.

3.5. კონფიდენციალური ინფორმაციის კომპანიისთვის მიწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კომპანიის უსაფრთხოებასა და დაცულობას.

3.6. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) m²-ის ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების შესახებ.

3.7. კომპანია მიმართავს ყველა გონივრულ საშუალებას, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის მონაცემების დაცვა, თუმცა, კომპანია პასუხს არ აგებს არანაირ ზიანზე, დანაკარგზე და სხვა, თუ მომხმარებლის მონაცემებზე განხორციელდა მესამე პირთა მიერ უკანონო წვდომა  (მათ შორის, პერსონალური მონაცემები, და სხვა).

3.8. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება AWS (amazon web services) და Google Cloud Platform-ის მეშვეობით, რაც გულისხმობს აღნიშნული ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემას. დამატებით, გაცნობებთ, რომ მონაცემთა სანახები და სერვერები განთავსებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე და სარგებლობს დაცვის სათანადო გარანტიებით ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; შემდგომში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, განვმარტავთ, რომ მონაცემების გადაცემა და შენახვა ხდება შიფრაციის გამოყენებით.

 

4. ცვლილების განხორციელება


4.1. კომპანია უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

4.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ m²-ის ვებ-გვერდის სერვისებით სარგებლობა ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

 

5. მარეგულირებელი სამართალი


5.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

5.2. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.3. წინამდებარე წესების პირობების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას. 

 

6. ინტელექტუალური საკუთრება


6.1. -ის საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).

6.2. აკრძალულია m²-ის ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, სლოგანი, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში)  მ2-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. m²-ის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.

 

7. მომსახურების ცალმხრივად შეწყვეტა / m²-ის ვებ-გვერდის გამოყენების შეზღუდვა კომპანიის მიერ


7.1. თუ რეგისტრირებული მომხმარებელი არ იცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს, განზრახ აწვდის კომპანიას არასწორ ინფორმაციას ან/და არამართალზომიერად იყენებს ვებ-გვერდს, კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეუწყვიტოს მომხმარებელს m²-ის ვებ-გვერდზე წვდომა.

7.2. კომპანია იტოვებს უფლებას უარყოს ან გააუქმოს მომხმარებლის მოთხოვნები/ტრანზაქციები:

  • რომლებთანაც კომპანიას გააჩნია სამართლებრივი დავა;

  • რომელმაც ადრე უკვე დაარღვია კომპანიის წესები და პირობები; რომელიც ეჭვმიტანილია რაიმე სახის თაღლითობაში.

  • სხვა.

7.3. კომპანია ასევე უფლებამოსილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებშიც შეგიზღუდოთ m²-ის ვებ-გვერდზე წვდომა.

 

8. კომუნიკაცია


8.1. ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს, ელექტრონული ფოსტაზე - E. mail: [email protected] ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით ან კომპანიის ცხელ ხაზს - Tel: /- 2 444 111

 

9. წესების და პირობების მოქმედების ვადა და შეწყვეტა


9.1. წინამდებარე წესების და პირობების მოქმედება მომხმარებლის მიმართ ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.

9.2. წესების და პირობების მოქმედება  შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან კომპანიის ინიციატივით ნებისმიერ დროს.

 

 

10. გარდამავალი დებულებები


10.1. წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ თანახმა ხართ მიიღოთ საინფორმაციო და სარეკლამო სახის მეილები/შეტყობინებები თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე და ტელეფონის ნომერზე.

10.2. წინამდებარე წესებსა და პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;

10.3. კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს, ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

10.4. კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს, ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია, ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;

10.5. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს, ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მისი ანგარიში (პროფილი), თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს, ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან და მომხმარებლის მოთხოვნებისგან.

10.6. კომპანია არ აგებს პასუხს ვებ-გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის, ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას, ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.