იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით

მიმდინარე პროექტები

იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით

იცხოვრე შენი ცხოვრებით

აღმოაჩინე m²

m² 19 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს

  • ინოვაცია
  • თავისუფლება
  • ზრუნვაზე ფოკუსი
  • განვითარებაზე ორიენტაცია

m² 19 წელია ლიდერია ბაზარზე, ნერგავს ინოვაციებს, ზრუნავს მაცხოვრებლების კომფორტზე, მოიპოვებს უპრეცედენტო ინვესტიციებს, სრულყოფს და ანვითარებს პროდუქტის ხარისხს, ქმნის სანდოობას და უზრუნველყოფს დაცულობას. m²-მა პირველმა შესთავაზა ბაზარს გარემონტებული სახლები, ასევე, მშენებლობის დარგში კომპანიამ დანერგა მაღალი სტანდარტი და ხელი შეუწყო დარგის განვითარებას.

m² ყოველთვის ცდილობს ერთი ნაბიჯით უსწრებდეს ბაზარს. ამის დასტურია m³ საბურთალოს ინოვაციური უბანი, რომელიც თბილისის ურბანულ განვითარებაში სრულიად ახალი კონცეფტუალური ადგილია. m³-ში სახლს მთელი უბანი მოჰყვება და ადამიანს ყველა თავისი სურვილის დაკმაყოფილება სახლიდან გაუსვლელად შეუძლია.

იცხოვრე შენი ცხოვრებით
16 ნოე, 2026

m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს

m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს

5 დეკემბერს m² ახალი პროექტების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაზე კომპანია თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ კომპლექსს წარადგენს.


ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება და სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ერთ სივრცეში გაეცნონ m²-ის ახალ პროექტებს, მათ კონცეფციას, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.


თითოეულ პროექტს ინდივიდუალური სივრცე დაეთმობა. სტუმრებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ, პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.


მომხმარებლებს მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარი ჯავშნის შემდეგ 19 და 20 დეკემბერს შეარჩიონ სასურველი სახლი და შეიძინონ საუკეთესო ფასად.


პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს  გათამაშება, მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი ელოდებათ.


ღონისძიების დეტალები:


● თარიღი: 5 დეკემბერი

● მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი, ა. წერეთლის გამზირი №118

● 17:00 - სტუმრების მიღება

● 17:30 - პროექტების პრეზენტაცია

● 18:00 - ინდივიდუალური კონსულტაციები და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია

● 19:00 - გათამაშება

● 20:00 - მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი


ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში სთავაზობს არჩევანს: საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში.


პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას -„იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, შესაბამისად, საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის სხვადასხვა ფაქტორია მნიშვნელოვანი: ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები.


სწორედ ამ განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით, m²-ის მიზანია, მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვანი საცხოვრებელი არჩევანი შესთავაზოს და დაეხმაროს ისეთი გარემოს შერჩევაში, რომელიც მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს შეესაბამება.


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

21 ოქტ, 2026

m² X LIB.GE - დავით კანდელაკი - გაბედე აწმყოში ყოფნა

m² X LIB.GE - დავით კანდელაკი - გაბედე აწმყოში ყოფნა

17 ოქტომბერს m²-ისა და LIB.GE -ს ღონისძიებაზე - "გაბედე", დავით კანდელაკმა ისაუბრა თემაზე, "გაბედე აწმყოში ყოფნა".


იოგას ინსტრუქტორმა ისაუბრა მედიტაციის არსზე, თვითგაცნობიერების პროცესსა და აწმყოში ყოფნის მნიშვნელობაზე - იმაზე, თუ როგორ შევიგრძნოთ სრულად მიმდინარე მომენტი, მოვახდინოთ საკუთარ ემოციებზე დაკვირვება და დავინახოთ ცხოვრება უფრო ნათლად.


ღონისძიება ყოველთვიურად, მხოლოდ m²-ის მაცხოვრებლებისათვის იმართება.


m² - გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით

დავით კადელაკი  - გაბედე აწმყოში ყოფნა
დავით კადელაკი  - გაბედე აწმყოში ყოფნა
დავით კადელაკი  - გაბედე აწმყოში ყოფნა
დავით კადელაკი  - გაბედე აწმყოში ყოფნა
დავით კადელაკი  - გაბედე აწმყოში ყოფნა
19 ოქტ, 2026

m² უძრავი ქონების გამოფენა Estate Expo 2026 - ზე

m² უძრავი ქონების გამოფენა Estate Expo 2026 - ზე

16–17 ოქტომბერს, Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში უძრავი ქონების გამოფენა Real Estate Expo 2026 გაიმართა.

გამოფენაზე დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ m²-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებს და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ.


ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

2 444 111

უცხოეთიდან Viber | WhatsApp +995 577 35 77 33

21 სექ, 2026

m² X LIB.GE - დუტა სხირტლაძე - გაბედე, რაც გულით გინდა

m² X LIB.GE - დუტა სხირტლაძე - გაბედე, რაც გულით გინდა

19 სექტემბერს m²-ისა და LIB.GE -ს ღონისძიებაზე - "გაბედე", დუტა სხირტლაძემ ისაუბრა თემაზე, "გაბედე, რაც გულით გინდა".


მსახიობმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, იმაზე თუ როგორ დაინახა საკუთარი თავი პირველად როლში და როგორ გაბედა იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც გულით სურდა


ღონისძიება ყოველთვიურად, მხოლოდ m²-ის მაცხოვრებლებისათვის იმართება.


m² - გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით

დუტა სხირტლაძე - გაბედე, რაც გულით გინდა
დუტა სხირტლაძე - გაბედე, რაც გულით გინდა
დუტა სხირტლაძე - გაბედე, რაც გულით გინდა
დუტა სხირტლაძე - გაბედე, რაც გულით გინდა
დუტა სხირტლაძე - გაბედე, რაც გულით გინდა
5 ივლ, 2026

m² X LIB.GE - ანდრო დგებუაძე - გაბედე შემეცნება

m² X LIB.GE - ანდრო დგებუაძე - გაბედე შემეცნება

4 ივლისს, m²-ისა და LIB.GE-ს ღონისძიებაზე - "გაბედე", ანდრო დგებუაძემ ისაუბრა თემაზე, "გაბედე შემეცნება".

ერთის მხრივ თითქოს ყველა ადამიანი დამოუკიდებელი, თავისუფალი და უნიკალური არსებაა. მეორეს მხრივ თითქოს ჩვენ ყველა რაღაც ერთ, ზოგადს, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულ გზას გავდივართ. სად, როდის და როგორ ვართ თავისუფალი ან ერთობაში სხვებთან? რა არის ის, რაც გარდაუვლად უნდა გავბედოთ და ის, რის წინაშეც ჩვენი გაბედულებაც კი უძლურია და ქედს მოიხრის - აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრა ანდრომ.


ღონისძიება ყოველთვიურად, მხოლოდ m²-ის მაცხოვრებლებისათვის იმართება.


m² - გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით