16 ნოე, 2026
m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს

5 დეკემბერს m² ახალი პროექტების პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებაზე კომპანია თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ კომპლექსს წარადგენს.
ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება და სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, ერთ სივრცეში გაეცნონ m²-ის ახალ პროექტებს, მათ კონცეფციას, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.
თითოეულ პროექტს ინდივიდუალური სივრცე დაეთმობა. სტუმრებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ, პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.
მომხმარებლებს მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარი ჯავშნის შემდეგ 19 და 20 დეკემბერს შეარჩიონ სასურველი სახლი და შეიძინონ საუკეთესო ფასად.
პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს გათამაშება, მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი ელოდებათ.
ღონისძიების დეტალები:
● თარიღი: 5 დეკემბერი
● მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი, ა. წერეთლის გამზირი №118
● 17:00 - სტუმრების მიღება
● 17:30 - პროექტების პრეზენტაცია
● 18:00 - ინდივიდუალური კონსულტაციები და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია
● 19:00 - გათამაშება
● 20:00 - მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი
ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში სთავაზობს არჩევანს: საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში.
პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას -„იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, შესაბამისად, საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის სხვადასხვა ფაქტორია მნიშვნელოვანი: ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები.
სწორედ ამ განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით, m²-ის მიზანია, მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვანი საცხოვრებელი არჩევანი შესთავაზოს და დაეხმაროს ისეთი გარემოს შერჩევაში, რომელიც მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს შეესაბამება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.