24 მარ, 2014
m²-ის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია
გარემოს დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერა - ეს სამი მიმართულება კომპანია m²-ის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიაში შედის.
წელს, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი პროექტი m²-მა ნუცუბიძის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო პროექტის მიმდებარედ, თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში განახორციელა. კომპანიამ გაარემონტა და საჭირო ავეჯით აღჭურვა კომპიუტერული კლასები, სასწავლო ბიბილიოთეკის საცავი და სამკითხველო. დამატებით, სკოლის ეზოში სპორტული მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოაწყო. m²-მა მოსწავლეების გახალისების მიზნით, დეკორატიულადაც გააფორმა სამკითხველო, რათა ბავშვებმა უფრო მყუდრო და სახალისო გარემოში შეძლონ კითხვა და მეცადინეობა. კომპანიამ სამკითხველოს საჩუქრად წიგნები გადასცა.