28 ნოე, 2024

გაიგე მეტი რემონტის 7 ეტაპის და მისი სწორად დაგეგმვის შესახებ

sdfhjhj

ანანო მეგრელიშვილი

m²-ის ინტერიერის დიზაიერი

„ჩემი ოთახი“ ფრაზაა, რომლითაც, ფსიქოლოგების აზრით, ბავშვები პირადი სივრცის არსებობის სურვილს გამოხატავენ და ამ ადგილის აღქმას იწყებენ. ბავშვის ოთახის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და სასიამოვნო მოვლენაა, მაგრამ, ეს არც თუ ისეთი მარტივი საქმეა.

სინათლე, ჰაერი, კომფორტი და ფუნქციონალური გადანაწილება ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ბავშვის პერსონას, მის გემოვნებას და გატაცებებს მოერგოს.

ბავშვის ოთახი ისე უნდა იყოს დაგეგმარებული, რომ სწორად მოხდეს მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარება. 

სივრცის სწორი დაგეგმარება

სასურველია ოთახი დაიყოს რამდენიმე ზონად - ძილისთვის, თამაშისა და სწავლისთვის. ზონირებისთვის იყენებენ დეკორატიულ თაროებს, დივანს, ლოგინს ან ხალიჩას. ყველაფერი ოთახის გაზომვიდან იწყება, შემდეგ კი ავეჯის გადანაწილება ხდება.

ძილი

ძილის ზონა ყველაზე მთავარი სივრცეა, რადგან მშვიდი ძილი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. კუთხე მშვიდი და მყუდრო უნდა გახადოთ. ლოგინთან სასურველია სანათი და ბავშვის საყვარელი დეკორატიული ნივთები დადგათ. საწოლის უკან შეგიძლიათ დაკიდოთ ფერადი პანო. 

თამაში

თამაში, სწავლაზე არანაკლებ ანვითარებს ბავშვს - როლების მორგება სხვადასხვა უნარის შეძენასა და დახვეწას იწვევს მასში. სათამაშო ზონის განსაზღვრის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რა მოსწონს თქვენს შვილს: დედაა, მეცნიერია, კოსმონავტი, სპაიდერმენი, ექიმი თუ მასწავლებელი. ლეგოს თამაშობს, დამალობანას თუ მუსიკას უსმენს.

სათამაშო ზონაში სტანდარტული ავეჯის ნაცვლად უკეთესია რბილი ბალიშები გამოიყენოთ, ეს მათ მეტ სივრცეს, მშობლებს კი უსაფრთხოების განცდას მოგანიჭებთ.  

სწავლა

ბავშვობის ასაკში სწავლას განსაკუთრებული ძალისხმევა და მიჩვევა სჭირდება. ეს სივრცე ისეთი უნდა იყოს, რომ სწავლის, შემეცნების განწყობა შექმნას. აქ დაგჭირდებათ თაროები და სათავსოები წიგნების, რვეულებისა და სასკოლო ატრიბუტებისთვის. გლობუსი, გამადიდებელი შუშა, რუკები ბავშვებს აღმოჩენების კეთებისკენ უბიძგებენ. რაც შეეხება სამუშაო მაგიდასთან ჯდომას, ბავშვი ამ მდგომარეობაში 90 გრადუსიან კუთხეს უნდა ქმნიდეს, ეს აუცილებელია მისი სწორი ფიზიკური ჩამოყალიბებისთვის. 

განათება ოთახში

განათება ბავშვის ბიოლოგიურ რიტმთან შესაბამისი უნდა იყოს. ერთი ცენტრალური ჭაღი ბავშვის ოთახისთვის საკმარისი არ არის, მას საწოლის თავზეც აუცილებლად სჭირდება ბრა, ხოლო მაგიდაზე - სამუშაო ნათურა.

თუკი გადაწყვეტთ m²-ის პროექტებში ბინის შეძენას, ნახავთ, რომ ყველა ოთახში, მისი ზომისა და ფორმიდან გამომდინარე, ყოველთვის სწორად არის დაგეგმილი განათების წერტილები და საწოლის განსათავსებელი, ძილის სივრცე. 

სპეციალურად შერჩეული დიზაინი

როდესაც ოთახის გეგმარებას დაასრულებთ, გადადით ფერების არჩევაზე. ბავშვს უნდა სჯეროდეს, რომ ოთახი მისი სურვილისამებრ ეწყობა, თქვენი ჩართულობით კი მხოლოდ ეხმარებით მას.

დიზაინერები ბავშვის ოთახში პასტელურ და თბილ ფერებს იყენებენ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი კედლის დეკორი, რაც გულისხმობს კედლის შედარებით მუქი, განსხვავებული ტონალობით გამოყოფას. სწორედ ამ მიდგომით ვთავაზობთ ჩვენს მობინადრეებს ოთახების მოწყობას.

და ბოლოს, რომელი ოთახი ავარჩიოთ ბავშვისთვის?

არჩევის დროს არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს.

სასურველია, საბავშვო ოთახისთვის შეარჩიოთ მზიანი მხარე და ოთახთან ახლოს იყოს სველი წერტილი.

იმედი გვაქვს ჩვენი ბლოგი საქმეს გაგიმარტივებთ და თქვენი პატარა კმაყოფილი დარჩება.