დასრულებული პროექტები

მელიქიშვილზე

მდებარეობა
პ. მელიქიშვილის ქ. 10
დასრულების თარიღი
08.06.2017
30.07.2020
გაყიდული ბინები
16
დარჩენილი ბინები
0

XX-XXI საუკუნეების არქიტექტურული სინთეზი - სწორედ ასეთია m²-ის 12-სართულიანი კომპლექსი, m² მელიქიშვილზე, რომელიც მელიქიშვილის N10-ში მდებარეობს. ის სასტუმროსა და 16 საცხოვებელ სახლს მოიცავს.  პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 16 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შენობა 1930 წელს აშენდა და აქ თბილისის ტუბერკულოზის პირველი საქალაქო ინსტიტუტი განთავსდა. ნაგებობის არქიტექტურულ იერსახეში ურთიერთს ერწყმის კონსტრუქტივიზმის სტილისთვის დამახასიათებელი სისადავე და ფუნქციონალიზმი და ქართული ისტორიული არქიტექტურის სახასიათო ელემენტები. შენობის მთავარი ფასადი ასიმეტრიულია, როგორც მხატვრული გაფორმებით, ასევე სიმაღლით, რაც დამახასიათებელია მისი არქიტექტორის - კ.ა ლეონტიევის ხელწერისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მელიქიშვილის გამზირზე არსებულ შენობას არ აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი, კომპანია m²-მა გაითვალისწინა არსებული შენობის არქიტექტურულ თავისებურება, მისი ინტეგრაცია უბნის მიმდებარე შენობა-ნაგებობებთან და მოახდინა არსებულის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობდა მისი იერსახის, კერძოდ კი ფასადისა და ინტერიერის დეტალების შენარჩუნებას.

ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება - ორი საუკუნე ერთ შენობაში, არსებული პროექტი ძველი შენობის ადაპტაციის უნიკალური მაგალითია თბილისში. ის ითვალისწინებს კონსტრუქტივიზმის სტილის ნიმუშის რეაბილიტაციას: დეტალების კონსერვაციას, შენობის რეკონსტრუქციას და დეტალების რესტავრაციას.

კომპლექსის უპირატესობები: 

  • ენერგოეფექტურობა

    • დათბუნებული კედლები;
    • ალუმინის კარ-ფანჯარა;
    • ენერგოეფექტური განათება.

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები

    • ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე;
    • ხანძარმედეგი კარი ჰოლებში;
    • ინდივიდუალური წყლის ავზი სახანძრო სისტემის შეუფერხებელი მუშაობისათვის.

    მაცხოვრებლებს სახლები ჩაბარდათ დასრულებული რემონტით, სამზარეულოთი, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.

მდებარეობა

პ. მელიქიშვილის ქ. 10

education

entertainment

entertainment

hospital

entertainment

banks

  • პროექტის შესახებ
  • გალერეა
  • ადგილი