დასრულებული პროექტები
ყაზბეგზე 2
29.11.2018
კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. N15-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში აშენდა. m² ყაზბეგზე 2 მოსახერხებელ ადგილას, ტაშკენტისა და ჭილაძის ქუჩებს შორის მდებარეობს, მეტრო სამედიცინოდან მხოლოდ 100 მეტრში.
კომპლექსი 3 საცხოვრებელ კორპუსს და ცალკე მდგომ 10 სართულიან სასტუმროს მოიცავს. ასევე გათვალისწინებულია საოფისე და კომერციული ფართები, საბავშვო და სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე.
კომპლექსის უპირატესობები:
მოსახერხებელი მდებარეობა;
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა;
23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები;
თანამედროვე საფასადე სისტემა;
თაბაშირ-მუყაოს კედლები ხმის იზოლაციის შრით;
ალუმინის ვიტრაჟები ორმაგი მინა-პაკეტით;
ეკოლოგიურად სუფთა დათბუნების მასალები - ქვაბამბა და მინერალური ბამბა;
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში;
კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
მაცხოვრებლებს სახლები ჩაბარდათ დასრულებული რემონტით, სამზარეულოთი, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.
გალერეა
მდებარეობა
ალ. ყაზბეგის გამზ. N15
trade
education
education
education
education
hospital
hospital
banks
banks
banks
entertainment
entertainment