15 აგვ, 2024
m² x ჯოვანი მორა
m2-ის გზავნილის - „იცხოვრე შენი ცხოვრების“ - ვიზუალური ინტერპრეტაცია „ჯოვანი მორას“ არაჩვეულებრივ კოლექციაში შედგა: შეიქმნა აქსესუარებისა და სამოსის ახალი, ფერადი კოლექცია, რომლის შეძენაც უკვე შესაძლებელია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლაბორაციები ბრენდებთან და ნიჭიერ, საინტერესო ადამიანებთან ჩვენს ბრენდს ამდიდრებს და მრავალფეროვნებას ჰმატებს. “ჯოვანი მორას“ მიერ შექმნილი კოლექცია, მისი ვიზუალური ხასიათი და ჩვენი გზავნილი „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ყოველდღიურობას მეტ თავისუფლებასა და სიხალისეს მისცემს“ - ამბობს m²-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი, ირინა დუმბაძე.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით“ სრულ თანხვედრაშია თავისუფლების მოყვარული, კოსმოპოლიტი მოგზაურის, ჯოვანის ფილოსოფიასთან, რომელსაც ცხოვრების უნიკალური გზა (life path) გამოარჩევს.
გაეცანი m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში შექმნილ სრულ პროდუქციას www.liveyourownlife.ge
კოლექციის შეძენა კი შესაძლებელია:
„ჯოვანი მორას“ ონლაინ მაღაზიაში: www.giovannimorra.com
პოპაპ სტენდზე: “გალერია თბილისი”, მე-2 სართული