9 დეკ, 2019 - მდე

m²-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

10 დეკემბრიდან დეველოპერული კომპანია „m² დეველოპმენტი“ ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m³ საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს.


აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს); საოჯახო ტექნიკა (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი ნივთი); ავეჯი (ავეჯი ახალი ბინის მოსაწყობად).


m³ საბურთალო m²-ს ამბიციური ინოვაციური პროექტია, რომლის მშენებლობაც ზაფხულში დაიწყო, პირველი ფაზა კი ორ წელიწადში დასრულდება. აქ შეძენილ ბინას თან მოჰყვება მთელი უბანი: სარეკრეაციო და მოსასვენებელი ზონები, სპორტული კომპლექსები, ავტოსადგომები, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები, მოვლა-პატრონობის სერვისი და სხვა

„საახალწლოდ ჩვენი მომავალი მობინადრეების გახარება გადავწყვიტეთ და მათთვის სამი სახის საჩუქარი შევარჩიეთ. მათ მისაღებად მხოლოდ m³ საბურთალოში სასურველი მოცულობის ბინის შერჩევა და შეძენაა საჭირო. ბედნიერები ვართ, რომ საახალწლოდ ბევრი ოჯახის გახარებას შევძლებთ“, - ამბობს m2-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ლაზიშვილი.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდი

ტელეფონის ნომერი

(032) 2 444 111
(032) 2 444 111

გაყიდვების ოფისები

გ. კარტოზიას ქ. N10

ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 19:00