დასრულებული პროექტები
m² იპოდრომთან
საცხოვრებელი კომპლექსი m² იპოდრომთან აშენდა გ. კარტოზიას 8-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან, ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ბუნებასთან ახლოს. კომპლექსი ითვალისწინებს კომფორტის ყველა აუცილებელ პარამეტრს.
კომპლექსი შედგება 9 დამოუკიდებელი შენობისგან. დაგეგმარების კონცეფცია ეფუძნება ყოველი კვადრატული მეტრის ეფექტურ გამოყენებას. თითოეული შენობის ბოლო სართულზე განლაგებულია დუპლექსის ტიპის ბინები დიდი ტერასებითა და შესანიშნავი ხედებით.
კომპლექსის უპირატესობები:
• მოსახერხებელი მდებარეობა
• ღია და დახურული ავტოსადგომი;
• სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის;
• სპორტული მოედანი და საბავშვო სივრცე;
• კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
მაცხოვრებლებს სახლები ჩაბარდათ დასრულებული რემონტით, სამზარეულოთი, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.
გალერეა
მდებარეობა
გ. კარტოზიას ქ. 8