დასრულებული პროექტები

m² იპოდრომთან 2

მდებარეობა
გ. კარტოზიას ქ. 10
დასრულების თარიღი
2019
გაყიდული სახლები
801
დარჩენილი სახლები
0

m² იპოდრომთან 2 გ. კარტოზიას ქ. 10-ში მდებარეობს. კომპლექსი 3 კორპუსისაგან შედგება და 801 სახლს აერთიანებს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც სახლების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტია.

კომპლექსში განთავსებულია 2-სართულიანი თანამედროვე საბავშვო ბაღის შენობა, სპორტული მოედანი და გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები.

კომპლექსის უპირატესობები:


• უნიკალური მდებარეობა - ქალაქის ცენტრში, მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობა;

• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე, ხანძარმედეგი კარები ჰოლებში.;

• 23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა, ენერგოეფექტური განათება.

მაცხოვრებლებს სახლები ჩაბარდათ დასრულებული რემონტით, სამზარეულოთი, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.

m² იპოდრომთან 2

მდებარეობა

გ. კარტოზიას ქ. 10

  • პროექტის შესახებ
  • გალერეა
  • მდებარეობა