დასრულებული პროექტები

m² ყაზბეგზე 2

მდებარეობა
ალ. ყაზბეგის გამზ. 15
დასრულების თარიღი
2019
გაყიდული სახლები
301
დარჩენილი სახლები
0

კომპლექსი ალ. ყაზბეგის გამზ. N15-ში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და პრესტიჟულ უბანში აშენდა. m² ყაზბეგზე 2 მოსახერხებელ ადგილას, ტაშკენტისა და ჭილაძის ქუჩებს შორის მდებარეობს, მეტრო სამედიცინოდან მხოლოდ 100 მეტრში.

კომპლექსი 3 საცხოვრებელ კორპუსს და ცალკე მდგომ 10 სართულიან სასტუმროს მოიცავს. ასევე გათვალისწინებულია საოფისე და კომერციული ფართები, საბავშვო და სპორტული მოედნები და დასასვენებელი სივრცე. 

კომპლექსის უპირატესობები: 

• მოსახერხებელი მდებარეობა;

• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა;

• 23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები;

• თანამედროვე საფასადე სისტემა;

• თაბაშირ-მუყაოს კედლები ხმის იზოლაციის შრით;

• ალუმინის ვიტრაჟები ორმაგი მინა-პაკეტით;

• ეკოლოგიურად სუფთა დათბუნების მასალები - ქვაბამბა და მინერალური ბამბა;

• საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში;

• კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.


მაცხოვრებლებს სახლები ჩაბარდათ დასრულებული რემონტით, სამზარეულოთი, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.

m² ყაზბეგზე 2

მდებარეობა

ალ. ყაზბეგის გამზ. N15

  • პროექტის შესახებ
  • გალერეა
  • მდებარეობა