ვებ-გვერდი ამჟამად ტესტირების რეჟიმშია, რის გამოც შესაძლოა ყველა ფუნქცია სრულყოფილად არ მუშაობდეს. ძველ ვებ-გვერდზე დასაბრუნებლად დააჭირეთ აქ.

მიმდინარე პროექტები

m² მთაწმინდის პარკთან

მდებარეობა
ინოვაციების ქ. 20
დასრულების თარიღი
2025
გაყიდული სახლები
93
დარჩენილი სახლები
93

ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს „m² მთაწმინდის პარკთან“. ახალი პროექტი მოიცავს 6 ხუთ სართულიან შენობას, სხვადასხვა დაგეგმარების სახლებით, ეზოებით, ტერასებითა და დუპლექსებით.
პროექტი გათვლილია მათთვის, ვისაც უფრო მეტ სიმწვანესა და სიმშვიდეში სურს ცხოვრება, ვინც უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების სიჯანსაღესა და კეთილდღეობას. „m² მთაწმინდის პარკთან“ დასვენების, სიმყუდროვის და „საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების“ ადგილია.

კომპლექსი მდებარეობს 13 წუთის სავალზე თავისუფლების მოედნიდან, რაც შესამჩნევი უპირატესობაა თბილისის ბევრ ცენტრალურ და შუალედურ უბნებთან. კომპლექსს პირდაპირი კავშირი აქვს ინოვაციების ქუჩასთან, რაც მაცხოვრებლებს მობილობის სხვადასხვა შესაძლებლობებს აძლევს თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებზე, მთაწმინდის პარკთან სიახლოვე კი დამატებით ღირებულებას სძენს პროექტს.
ფუნიკულიორის საბაგიროსთან მარტივად წვდომისთვის, მაცხოვრებლებს მოემსახურება ელექტრომობილი.

ყველა სახლიდან იშლება პანორამული ხედი სიმწვანეზე. თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად მოეწყობა თანამედროვე დიზაინითა და ორიგინალური მასალებით მოპირკეთებული ეზო და გამწვანებული სარეკრეაციო ზონა.


კომპლექსის  ტერიტორიაზე განთავსდება სავარჯიშო დარბაზი, სადაც მაცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა, სისტემატიურად მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.


პროექტის მახასიათებლები:
ტერიტორიის საერთო ფართობი - 20,000 კვ.მ.
კორპუსების რაოდენობა - 6
სართულების რაოდენობა - 5
სახლების რაოდენობა - 190
მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა - 212
კომპლექსი აღჭურვილი იქნება სახანძრო წყლის და სასმელი წყლის ავზებით, ასევე, გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემების, სახანძრო წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, სადარბაზოების, საზოგადოებრივი სივრცის და ტერიტორიის საევაკუაციო და ავარიულ განათებას.
კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ენერგოეფექტურობა, რაც დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს.
კომპლექსში დაცული იქნება მისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი.

კომპლექსის მომსახურება:
კომპლექსის მენეჯერი
დაცვა
დასუფთავება
გამწვანების მოვლა


მშენებლობის დასრულების ვადა:

2026 წლისგაზაფხული

m² მთაწმინდის პარკთან

სახლის სპეციფიკაცია

გადახდის პირობები

ბინის შეძენა შესაძლებელია ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან უპროცენტო შიდა განვადებით
ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.
ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0%

მინიმალური თანამონაწილეობა - 10%

განვადების ვადა - მშენებლობის დასრულებამდე

უზრუნველყოფა - შესაძენი უძრავი ქონება

იპოთეკური სესხის პირობები ინდივიდუალურია და განსხვავდება კონკრეტული ბანკის მიმდინარე ტარიფების შესაბამისად.

მდებარეობა

ინოვაციების ქ. 20

  • პროექტის შესახებ
  • სპეციფიკაცია
  • გადახდის პირობები
  • გალერეა
  • მდებარეობა