მიმდინარე პროექტები
m³ საბურთალო - VI ფაზა
m²-ის ახალი საცხოვრებელი უბანი, "m³ საბურთალო" თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მარშალ გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში მდებარეობს.
უბნის კონცეფცია, რომელზეც ცნობილმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია “ZGF”-მა იმუშავა, ინოვაციურია. ის 21-ე საუკუნის ადამიანებს სთავაზობს ურთიერთობებსა და კომფორტულ გარემოს სახლის გარეთ, დროისა და ენერგიის დაზოგვასა და ჯანსაღად ცხოვრებას.
უბანი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ლანდშაფტის დიზაინის ერთიანი ხედვით დაიგეგმა. ტერიტორია საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას.
"m³ საბურთალო" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას გაზარდოთ თქვენი პირადი სივრცე, იცხოვროთ თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც სახლს მთელი უბანი მოჰყვება. m³-ის კონცეფცია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული.
უბნის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია 14,000 კვ.მ. პარკი, რომლის გარშემოც გაშენებულია ბულვარი და ველო ბილიკი. ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, კაფეები, მაღაზიები, საერთო სამუშაო სივრცეები და ელექტრო დამტენები. იგეგმება დახურული საცურაო აუზის და ფიტნესცენტრის განთავსებაც.
მშენებლობის დასრულების ვადა:
I ფაზა: I, II, III კორპუსები - დასრულებულია
II ფაზა: IV, V, VI კორპუსები - დასრულებულია
III ფაზა: VII, VIII, IX, X კორპუსები - დასრულებულია
IV ფაზა: XI, XII კორპუსები - 2026 წელი
V ფაზა: XIII კორპუსი - 2026 წელი
VI ფაზა: XIV კორპუსი - 2027 წელი
სახლის სპეციფიკაცია
გადახდის პირობები
წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0%
მინიმალური თანამონაწილეობა - 10%
განვადების ვადა - მშენებლობის დასრულებამდე
უზრუნველყოფა - შესაძენი უძრავი ქონება
გალერეა
მდებარეობა
მარშალ გელოვანის გამზ. 23