დასრულებული პროექტები
m² ნუცუბიძეზე
საცხოვრებელი კომპლექსი m² ნუცუბიძეზე თბილისში, შ. ნუცუბიძის N82-ში აშენდა. საცხოვრებელი სახლი შედგება 4 სადარბაზოსაგან და მოიცავს 221 ბინას. ნუცუბიძის ქუჩის მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები.
პროექტი დაფინანსდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და კანადის მთავრობის მიერ, 14 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის განახლებადი გრძელვადიანი სესხით, საიდანაც 4 მილიონი აშშ დოლარი კანადის მთავრობამ გამოყო ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნობრიობით.
კომპლექსის უპირატესობები:
მოსახერხებელი მდებარეობა - მეტრო ვაჟა-ფშაველადან 300 მეტრის მანძილზე, სამი მხრიდან სამანქანო მისასვლელით;
ეფექტური დაგეგმარება - შენობა იდეალურად არის მორგებული რელიეფს, რის გამოც, მზის სხივები დღის განმავლობაში, მთელს კომპლექსზე ეფექტურად ნაწილდება;
2-სართულიანი ავტოსადგომი 86 ავტომანქანისთვის;
შიდა ეზო დიდი სპორტული მოედნით, მოსასვენებელი და საბავშვო ზონებით;
23%-მდე ენერგოეფექტურობა - დათბუნებული კედლები; ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა; დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები;
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში;
კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
მაცხოვრებლებს სახლები ჩაბარდათ დასრულებული რემონტით, სამზარეულოთი, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.
გალერეა
მდებარეობა
შ. ნუცუბიძის ქ. 82