მიმდინარე პროექტები

m² Paliashvili

მდებარეობა
ზ. ფალიაშვილის ქ. 22
დასრულების თარიღი
2027
გაყიდული სახლები
24
დარჩენილი სახლები
15

თბილისის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, მრგვალ ბაღთან, ქალაქის დინამიკურ რიტმსა და მშვიდ გარემოს შორის შეიქმნა სივრცე, სადაც ყოველდღიურობა სრულიად ახალ ხარისხს იძენს. 

m²-ის პრემიალური პროექტი, m² ფალიაშვილზე, შექმნილია მათთვის, ვინც ქალაქის ცენტრში, დახვეწილ და კომფორტულ გარემოში ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას. აქ თითოეული დეტალი ყოველდღიურობას უფრო მარტივს, ფუნქციურსა და სასიამოვნოს ხდის.  


პროექტი 12 სართულიანია და მხოლოდ 40 ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს აერთიანებს, რაც მაცხოვრებლებს სიმყუდროვეს, კონფიდენციალურობასა და გამორჩეულ საცხოვრებელ გამოცდილებას სთავაზობს.  

m² ფალიაშვილზე აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, გამორჩეული ხარისხის მასალებს, ფუნქციურ დაგეგმარებას, მაღალი სტანდარტის მომსახურებასა და განსაკუთრებულ ლოკაციას, რაც პროექტის ერთიან კონცეფციას ქმნის. 

ეს არის გარემო, სადაც სიმშვიდე, ესთეტიკა და ცხოვრების ხარისხი ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია. აქ ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ სახლი იქცეს არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილად, არამედ სივრცედ, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, ყოველდღიური რუტინის მიღმა მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ოჯახსა და საკუთარ სურვილებს. 

სახლი ყოველთვის საუკეთესო ადგილია თქვენს ცხოვრებაში საკუთარი თავის დასაბრუნებლად და თქვენი სურვილების რეალიზაციისთვის. m² კი, თავისი პროექტებით, მომსახურებითა და მრავალფეროვანი სივრცეებით, გეხმარებათ, იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით - ისე, როგორც არავის უცხოვრია. 

 

მდებარეობა 

პროექტი ზ. ფალიაშვილის ქ. 22-ში მდებარეობს.  
ვაკის მრავალწლიანი ისტორია, გამწვანებული ქუჩები, კულტურული გარემო, რეკრეაციული სივრცეები, საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რესტორნები, კაფეები და ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სახლიდან სულ რამდენიმე წუთის მანძილზეა, რაც ცხოვრების რიტმს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. 

 

არქიტექტურა 

პროექტის არქიტექტორი გიორგი ინასარიძეა, რომლის შემოქმედებითი ხედვა თანამედროვე არქიტექტურას, ფუნქციურ დაგეგმარებასა და ესთეტიკურ სრულყოფილებას აერთიანებს. 

  

პროექტის ხარისხი განსაკუთრებულად გამოიხატება მის თითოეულ დეტალში. გარე ფასადზე გამოყენებულია ტერაცოს ფილა - გამძლე, ესთეტიკური და თვითრეცხვადი მასალა, რომელიც გამოირჩევა მაღალი მდგრადობით საქართველოს კლიმატური პირობების მიმართ. ის ეფექტურად უძლებს ტენიანობას, სიცხესა და ყინვას, ინარჩუნებს პირვანდელ იერს წლების განმავლობაში და მნიშვნელოვნად ამცირებს ფასადის მოვლის საჭიროებას. შედეგად, შენობა დროთა განმავლობაში ისეთივე შთამბეჭდავი რჩება, როგორიც თავდაპირველად. 

 

ინფრასტრუქტურა 

კომპლექსი გამოირჩევა მრავალფეროვანი საერთო სივრცეებით, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დასვენება, აქტიური ცხოვრების წესი და ყოველდღიური კომფორტი ერთ სივრცეში გაერთიანდეს და ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდეს.  

• ღია საცურაო აუზი - იდეალური სივრცეა დასვენებისა და განტვირთვისთვის. 

• თანამედროვე ფიტნეს დარბაზი - საშუალებას მოგცემთ ივარჯიშოთ ნებისმიერ დროს, საცხოვრებელი კომპლექსიდან გაუსვლელად. 

• ბარბექიუ ზონა - შექმნით იდეალურ გარემოს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. 

• ცხოველების საშხაპე - უზრუნველყოფს მათ კომფორტულ და ჰიგიენურ მოვლას, განსაკუთრებით სეირნობის შემდგომ. 

• მიწისქვეშა ავტოსადგომები - თქვენს ყოველდღიურ კომფორტს კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის. 

 

კომფორტი და უსაფრთხოება 

კომპლექსში კომფორტი მხოლოდ სივრცით არ შემოიფარგლება. პროფესიონალურად ორგანიზებული მომსახურება ყოველდღიური ცხოვრების ბევრ დეტალს ამარტივებს.  

• დაცვა 

• საერთო სივრცეების დასუფთავება 

• გამწვანების მოვლა 

• სახანძრო უსაფრთხოების სისტემები 

• კონსიერჟის მომსახურება 


- სივრცის ორგანიზება, უსაფრთხოება და კონტროლი 
- ტექნიკური სერვისების ორგანიზება  
- ქიმწმენდის/დასუფთავების სერვისების კოორდინაცია 
- მაცხოვრებლებისა და სტუმრების დახვედრა 
- რესტორნის და ტრანსპორტირების სერვისი  
- ამანათების მიღება 

 

როდესაც ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტზე, თქვენ მეტი თავისუფალი დრო გრჩებათ იმისათვის, რომ იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით. 


სახლები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით 

- რკინის შესასვლელი კარი; 

- ალუმინის ნაწრთობი ორმაგი მინა -პაკეტის კარ -ფანჯარა დაბალემისიური მინით; 

- ბლოკით მოწყობილი გალესილი შიდა ტიხრები, გარდა სან -კვანძისა; 

- მოჭიმული იატაკი, გარდა სან -კვანძისა; 

- ელექტროგაყვანილობა; 

- წყალ -კანალიზაციის მთავარი ვერტიკალური დგარები, სან -კვანძებში შიდა დაქსელვის გარეშე; 

- მოპირკეთებული აივნები კერამოგრანიტის ფილით; 

- გათბობა-გაგრილების, წყლის და ელ. ენერგიის მრიცხველები; 

- დომოფონი; 

- კვამლის დეტექტორი 

- კლიმატკონტროლი: ცენტრალიზებული VRF გაგრილების/გათბობის სისტემა აღჭურვილი ციფრული მართვის პანელებით.  
(ინდივიდუალ შიდა დაქსელვას  სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფს კომპანია, ხოლო გათბობის რადიატორები წარმოადგენს მყიდველის ხარჯს.) 

 

m² Paliashvili

სახლის სპეციფიკაცია

გადახდის პირობები

ბინის შეძენა შესაძლებელია ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან უპროცენტო შიდა განვადებით

ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.

წლიური საპროცენტო განაკვეთი - 0%

მინიმალური თანამონაწილეობა - 10%

განვადების ვადა - მშენებლობის დასრულებამდე

უზრუნველყოფა - შესაძენი უძრავი ქონება

იპოთეკური სესხის პირობები ინდივიდუალურია და განსხვავდება კონკრეტული ბანკის მიმდინარე ტარიფების შესაბამისად.

მდებარეობა

ზ. ფალიაშვილის ქ. 22

  • პროექტის შესახებ
  • სპეციფიკაცია
  • გადახდის პირობები
  • გალერეა
  • მდებარეობა